სოზარ სუბარი აკერმანის ტრენინგზე: ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ის [კელი დეგნანი] ჩავიდა ერთი მანქანით ხაშურში, სადაც გადაჯდა მეორე მანქანაში, პირველ მანქანაში დატოვა ტელეფონი და ასე ავიდა იქ ამ ტრენინგზე
სოზარ სუბარის მტკიცებით, აშშ-ის ყოფილი ელჩი კელი დეგნანი ბაკურიანში გამართულ აკერმანის ტრენინგს კონსპირაციულად, მანქანებისა და ტელეფონის გამოცვლით დაესწრო, სადაც სახელმწიფო გადატრიალებას ასწავლიდნენ.
![სოზარ სუბარი აკერმანის ტრენინგზე: ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ის [კელი დეგნანი] ჩავიდა ერთი მანქანით ხაშურში, სადაც გადაჯდა მეორე მანქანაში, პირველ მანქანაში დატოვა ტელეფონი და ასე ავიდა იქ ამ ტრენინგზე](/thumb/226947-960-0e622e98.webp)
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ყოფილმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა გადაცემა „იმედის კვირასთან“ 2022 წლის მოვლენები და ბაკურიანში ჩატარებული აკერმანის ტრენინგი გაიხსენა.
მისი თქმით, აღნიშნულ ღონისძიებას მანქანებისა და ტელეფონების გამოცვლით, კონსპირაციულად ესწრებოდა აშშ-ის მაშინდელი ელჩი კელი დეგნანი.
„ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ის [კელი დეგნანი] ჩავიდა ერთი მანქანით ხაშურში, სადაც გადაჯდა მეორე მანქანაში, პირველ მანქანაში დატოვა ტელეფონი და ასე ავიდა იქ ამ ტრენინგზე და იქ ესწრებოდა ამ ტრენინგს, სადაც ასწავლიდნენ, როგორ მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალება. ეს არის წარმოუდგენელი რამ და ეს იყო, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებდნენ... ოღონდ ეს არ იყო მათი პირადი გადაწყვეტილება - ეს იყო დავალება, რომელსაც ისინი ასრულებდნენ“, - აღნიშნა მან.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…