პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ოზემპიკი" და "მუნჯარო" - შესაძლოა თუ არა წონის დასაკლებად გამოყენებულმა პოპულარულმა პრეპარატებმა მხედველობის დაზიანება გამოიწვიოს

FDA-ის უახლესი მონაცემებით, წონის დასაკლებად პოპულარული GLP-1 ინექციების გამოყენებას შესაძლოა უეცარი ნაწილობრივი ან სრული სიბრმავე უკავშირდებოდეს. სააგენტო მწარმოებლებს ანოტაციაში მხედველობის პრობლემების მითითებას ავალდებულებს.

სილამაზის დამკვიდრებულმა სტანდარტებმა და წონის სწრაფად კლების სურვილმა გასახდომი ინექციები ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროდუქტად აქცია.

თავდაპირველად, GLP-1 რეცეპტორების აგონისტები შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის შეიქმნა. მოგვიანებით, სიმსუქნის სამკურნალოდაც დამტკიცდა, თუმცა მალევე, მთელ მსოფლიოში, ამ ინექციების თვითნებური გამოყენება დაიწყეს შესაბამისი სამედიცინო ჩვენების გარეშე, მხოლოდ წონის დაწყების მიზნით. ამ ეტაპზე, მათი მოხმარების მაჩვენებელი რეკორდულად მაღალია.

ერთი თვის წინ, სამართალდამცველებმა ბრიტანეთში ფალსიფიცირებული ინექციების საცავი აღმოაჩინეს, საიდანაც მედიკამენტებს რეცეპტის გარეშე ყიდდნენ, ვრცელდება ინფორმაცია მის შემადგენლობაში დარიშხანის აღმოჩენის შესახებაც.

პრეპარატების გაყალბების შემთხვევები მათზე ხელმისაწვდომობის სირთულეს უკავშირდება. მაღალია მოთხოვნა და რთულია მიწოდების ბალანსი.

ამ ჯგუფის ინექციების შეძენა აფთიაქებში, მხოლოდ რეცეპტის საფუძველზე არის შესაძლებელი. ექიმთან კონსულტაციის გვერდის ავლით კი პრეპარატებს მსოფლიო მასშტაბით შავ ბაზარზე ყიდულობენ. ამ დროს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას წამლის ხარისხი, შენახვის ტემპერატურის პირობები და, შესაბამისად, იზრდება ისედაც არაერთი უკუჩვენების მქონე წამლის გამოყენების საფრთხეები.

წონის კლების მსურველები მარტივ გზას საქართველოშიც მიმართავენ. განცხადებები მრავლად არის ინტერნეტ სივრცეში.

გასახდომი ინექციების რეალიზატორები, მიუხედავად იმისა, რომ არც ექიმები არიან და არც ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზიას ფლობენ, თამამად ურჩევენ პაციენტებს საკმაოდ ბევრი უკუჩვენების მქონე პრეპარატებს და არწმუნებენ, რომ ეს უსაფრთხოა.

რეალურად კი GLP აგონისტების გამოყენებისას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პრეპარატი ექიმის მიერ არის დანიშნული და აფთიაქში შეძენილი - გართულებაც ხშირია.

მათი ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენა საჭმლის მომნელებელი სისტემას უკავშირდება, ხშირია პანკრეატიტის შემთხვევები, ნაღვლის ბუშტის დაავადებები, თირკმლის ფუნქციის გაუარესება და სისხლში შაქრის დონის უეცარი ვარდნაა.

გასახდომ ინექციებთან დაკავშირებით მუდმივად განახლებად რეჟიმშია როგორც ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის, ისე ევროპის წამლის სააგენტოს რეკომენდაციები. უახლესი აღმოჩენა FDA-მ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც GLP 1 პრეპარატების გამოყენებას შესაძლოა უკავშირდებოდეს უეცარი ნაწილობრივი ან სრული სიბრმავე - დაავადება ნეიონის სახელწოდებით. სააგენტო მწარმოებლებს ავალდებულებს, მედიკამენტის ანოტაციას უკუჩვენებებში დაურთოს მხედველობის პრობლემები.

წონის სწრაფი კლება მიმზიდველ პერსპექტივად გამოიყურება, მაგრამ მისი ფასი არ უნდა იყოს ჯანმრთელობა.

GLP 1 აგონისტები ფარმაცევტული ინდუსტრიის წარმატებულ მიღწევად ითვლება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი გამოყენება ჩვენები შესაბამისად ექიმის დანიშნულებით ხდება.

მთავარი რეკომენდაციაა, არ მოხდეს მისი გამოყენება მედიკოსების ჩართულობის გარეშე, არ მოხდეს მისი შეძენა შავ ბაზარზე და, გვერდითი მოვლენების შემთხვევაში, განმეორდეს კონსულტაცია ექიმთან.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ჯანმრთელობა ·
იაპონიაში პარკინსონის დაავადების პაციენტს ღეროვანი უჯრედების ახალი თერაპია ჩაუტარდაწაიკითხე

უახლესი ამბები