პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დრონების თავდასხმა რუსეთის თათრეთსა და როსტოვის ოლქზე - დაზიანებულია ნავთობქიმიური ქარხანა, ქვესადგური,...

როსტოვის ოლქსა და თათრეთზე დრონების თავდასხმის შედეგად დაზიანდა ქვესადგური, რკინიგზა და ნავთობქიმიური ქარხანა; დაიღუპა ინჟინერი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

დრონების თავდასხმა რუსეთის თათრეთსა და როსტოვის ოლქზე - დაზიანებულია ნავთობქიმიური ქარხანა, ქვესადგური,...
რადიო თავისუფლება

ტაგანროგში, დრონების თავდასხმის შედეგად - ელექტროქვესადგური დაზიანდა. როსტოვის ოლქის გუბერნატორ იური სლიუსარის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თავდასხმის შედეგად, დაზიანდა - რკინიგზისა და საავტომობილო გზის ინფრასტრუქტურა, ნეკლინოვსკის რაიონში, რომელიც ტაგანროგთან ახლოს მდებარეობს. სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობა გაჩერებულია, მათ შორის - ხიდის დაზიანების გამო.

გუბერნატორის განცხადებით, ადგილზე დაიღუპა ელექტროქვესადგურის მთავარი ინჟინერი და ხუთი ადამიანი დაშავდა - საავტომობილო გზაზე და ბენზინგასამართ სადგურზე.

სხვადასხვა წყაროს წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია კიდევ ერთი ელექტროქვესადგური.

როსტოვის გუბერნატორი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და შეახსენებს, რომ კვლავ აკრძალულია - დრონების თავდასხმის ამსახველი კადრების გადაღება და სოციალურ ქსელში განთავსება.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, თათრეთში, უპილოტო საფრენმა აპარატებმა დაარტყეს ასევე ქარხანა „ნიჟნეკამსკნეფტეხიმს“. ის ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობქიმიური კომპლექსია. ქარხანა სინთეზურ კაუჩუკსა და პლასტმასს აწარმოებს.

„ნიჟნეკამსკნეფტეხიმი“ ნიჟნეკამსკის სამრეწველო ზონაში მდებარეობს, რომელიც არაერთხელ გახდა უკრაინული დრონების სამიზნე.

ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს ხანძარი. თვითმხილველების თქმით, დრონების თავდასხმა „პირველი დარტყმის შემდეგაც გრძელდებოდა“.

ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, არიან დაშავებულები.

„ძვირფასო ნიჟნეკამსკელებო, გთხოვთ, დარჩეთ თავშესაფრებში და დაიცვათ უსაფრთხოების ზომები! ახლა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა მუშაობს“, - აფრთხილებს მოსახლეობას ნიჟნეკამსკის ადგილობრივი ხელისუფლება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ნეიტრალური 2
  1. Pravda Gerashchenko · Telegramნეიტრალურირუსეთის ქალაქ ტაგანროგზე დრონებით იერიში განხორციელდა: დაზიანდა ორი ქვესადგური და ხიდი
  2. UNIAN · Telegramნეიტრალურიტაგანროგში ხიდსა და ორ ელექტროქვესადგურზე იერიში მიიტანეს
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
როსტოვის ოლქში დრონების იერიშის შედეგად ექვსი ადამიანი დაიჭრაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები