პირველი აზიური „ევროვიზიის“ გამარჯვებული ფილიპინები გახდა
ბანგკოკში გამართული „ევროვიზია აზიის“ პირველი კონკურსის გამარჯვებული ფილიპინების 19 წლის წარმომადგენელი კარმელი გახდა, რომელმაც 211 ქულა დააგროვა.

ბანგკოკში „ევროვიზია აზიის“ (Eurovision Song Contest Asia) პირველი კონკურსი გაიმართა. 11 მონაწილე შორის გამარჯვებული ფილიპინების წარმომადგენელი გახდა. 19 წლის მომღერალი კარმელი ქალებისადმი მიძღვნილი ჰიტით Sobra-Sobra, შეჯიბრის ფავორიტად თავიდანვე იქცა.
მან ჯამში 211 ქულა დააგროვა - 93 ჟიურისგან და 118 მაყურებლებისგან.
ფილიპინების გარდა კონკურსში მონაწილეობდნენ: ტაილანდი, ვიეტნამი, მალაიზია, ლაოსი, ბუტანი, კორეის რესპუბლიკა, მონღოლეთი, ნეპალი, კამბოჯა, ბანგლადეში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…