საზოგადოება · 15 ნოემბერი, 10:18
თბილისში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი აქტიურად მიმდინარეობს
თბილისში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო: „თბილსერვის ჯგუფმა“ სამუშაოები ქეთევან დედოფლის გამზირზე განახორციელა, პროცესს კი კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი პაპავა გაეცნო.

ქეთევან დედოფლის გამზირზე, შპს "თბილსერვის ჯგუფის" გარე განათების საექსპლუატაციო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საახალწლო კონსტრუქციები დაამონტაჟეს.
პროცესს კომპანიის ხელმძღვანელი, გიორგი პაპავა პირადად გაეცნო და მიმდინარე სამუშაოები შეაფასა.
სადღესასწაულო ილუმინაციებით ეტაპობრივად თბილისის ყველა რაიონი მოირთვება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…