ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეში სავაჭრო ცენტრსა და მაღალსართულიან შენობებს დაარტყეს, რამაც მასშტაბური ხანძრები გამოიწვია

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსული ძალების თავდასხმის შედეგად ზაპოროჟიეში სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა. დარტყმები განხორციელდა მრავალსართულიან შენობებზე, საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სავაჭრო ცენტრზე, რამაც მასშტაბური ხანძრები გამოიწვია. წინასწარი მონაცემებით, დაშავებულია ხუთი ადამიანი.

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეში სავაჭრო ცენტრსა და მაღალსართულიან შენობებს დაარტყეს, რამაც მასშტაბური ხანძრები გამოიწვია
რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეში სავაჭრო ცენტრსა და მაღალსართულიან შენობებს დაარტყეს, რამაც მასშტაბური ხანძრები გამოიწვიაინტერპრესნიუსი

ზაპოროჟიეში, რუსული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებულ ობიექტებს შორისაა ორი მრავალსართულიანი შენობა, საგანმანათლებლო დაწესებულება და სავაჭრო ცენტრი. ამჟამად ცნობილია, რომ დაშავებულია სულ მცირე ხუთი ადამიანი.

წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთი თავდასხმა სავაჭრო ცენტრ “ინთრეიდზე” განხორციელდა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები და ვიდეოები, რომლებშიც მასშტაბური ხანძრებია ასახული.

დარტყმის ადგილებში მუშაობენ სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები, სამედიცინო პერსონალი და სხვა შესაბამისი სამსახურები. თავდასხმის შედეგების ლიკვიდაცია გრძელდება.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.