მსოფლიო რაგბის 2026 წლის ერთა თასის ფარგლებში „ბორჯღალოსნები“ ტონგას მასპინძლობენ. LIVE
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები საიუბილეო, მე-300 შეხვედრას მართავს და ავჭალის სტადიონზე ტონგას მასპინძლობს.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დღეს საიუბილეო, მე-300 შეხვედრას მართავს.
მსოფლიო რაგბის 2026 წლის ერთა თასის ფარგლებში „ბორჯღალოსნები“ ავჭალის სტადიონზე ტონგას მასპინძლობენ. სამწვრთნელო შტაბმა სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელა. ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა ბექა გორგაძე, მეორე ხაზში კი გაგი მარგველაშვილი და კოტე მიქაუტაძე ითამაშებენ. საქართველოს ნაკრები 19 ქულით ჯგუფის ლიდერია და მსოფლიო რეიტინგში მე-13 პოზიციას იკავებს, ტონგა კი მე-17 ადგილზეა.
ნოემბერში „ბორჯღალოსნებმა“ პირველი თამაში კანადასთან დიდი ანგარიშით მოიგეს, კიდევ ერთი შეხვედრა კი 21 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან ელით.
დღევანდელი მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია „იმედი“ გთავაზობთ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…