პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბულგარეთი უკრაინის ფინანსურ და სამხედრო დახმარებას წყვეტს

ბულგარეთი უკრაინის ევროპული დაფინანსების ახალ რაუნდში აღარ მიიღებს მონაწილეობას და კიევს შეიარაღებას აღარ გადასცემს, განაცხადა რუმენ რადევმა.

ბულგარეთი უკრაინის ფინანსურ და სამხედრო დახმარებას წყვეტს
იმედინიუსი

ბულგარეთი უკრაინის ევროპული დაფინანსების ახალ რაუნდში მონაწილეობას აღარ მიიღებს, - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რუმენ რადევმა.

ბულგარეთის პრემიერის თქმით, ოფიციალური სოფია უკრაინას შეიარაღებასაც აღარ გადასცემს.

როგორც რუმენ რადევმა აღნიშნა, ახლა ბულგარეთი ჭარბი დეფიციტის პირობებში იმყოფება. გარდა ამისა, ქვეყანა შეიარაღების რეზერვებთან დაკავშირებით სირთულეებს განიცდის. შესაბამისად, არსებულ პირობებში ის უკრაინას ფინანსურ სახსრებს ვეღარ გამოუყოფს.

„რაც შეეხება ფინანსურ დახმარებას, ჩვენ თავად ვიმყოფებით ჭარბი დეფიციტის პირობებში და ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი არაერთხელ გვთხოვდა დეფიციტი 3%-მდე შეგვემცირებინა“, - განაცხადა რადევმა.

მან აგრეთვე ხაზი გაუსვა, რომ ბულგარეთი ევროკავშირის წევრ სხვა სახელმწიფოებს უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევაში ხელს არ შეუშლის.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ბულგარეთში ურსულა ფონ დერ ლაიენს საპროტესტო აქციით დახვდნენ - დემონსტრანტებმა ევროკომისიის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის კორტეჟს კვერცხები, ხილი და ბოსტნეული დაუშინესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები