პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

საქართველოს 18-წლამდელთა მორაგბეთა ნაკრები 14 ნოემბერს პრაღაში ევროპის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ნემსაძემ ფინალური მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობა უკვე დაასახელა.

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
სპორტალი

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები, ხვალ 14 ნოემბერს, ევროპის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთს შეერკინება და მასთან რევანშით თასის დაბრუნებას ეცდება.

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, „მარკეტა სთედიუმზე“ სატიტულო შეხვედრა ჩვენი დროით 20:30 საათზე დაიწყება.

ჩვენი 18-წლამდელები ევროპის ჩემპიონატის ფინალს ზედიზედ მე-11-ედ თამაშობენ. 2025 წლამდე, საქართველო ჩემპიონი ზედიზედ 6-ჯერ გახდა, შარშან კი ესპანეთმა 16:11 იმარჯვა და თასი ჩამოგვართვა.

მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ჩვენმა გუნდმა 1/4-ფინალში პოლონეთი 45:5, ნახევარფინალში კი ნიდერლანდები 24:19 დაამარცხა. ესპანეთმა პირველ ეტაპზე ბელგია 59:32, მეორეზე კი ჩეხეთი 38:24 დაამარცხა.

წინა მატჩის შემდეგ საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ნემსაძემ სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელა. ხაზის ცენტრში მიხეილ მგალობლიშვილისა და გოგა ბერიძის წყვილი ბრუნდება. ფრთაზე გადაინაცვლა ალექსანდრე მამაიაშვილმა. მეორე ფრთა ლუკა მუშკუდიანი, ფულბეკი ლუკა ჭაკუა და ღერძი - გიორგი ხონელიძე და მათე მახარაძე, დამწყებთა შორის ზედიზედ მესამე თამაშს იწყებენ. მთლიანობაში, ხაზი ისე გამოიყურება, როგორც პოლონეთთან 1/4-ფინალურ შეხვედრაში.

შერკინების ხაზში ოთხი ისეთი მოთამაშეა, რომლებიც ასევე ზედიზედ მესამე თამაშს იწყებენ: კვაჭი ალექსანდრე გამყრელიძე, მეორეხაზელი ნიკოლოზ ფანცულაია და მესამეხაზელები - გიორგი ქევანიშვილი და გუნდის კაპიტანო მათე ბერუაშვილი. პირველ ხაზში დამწყებთა შორის ბრუნდებიან ბურჯები ლუკა ბარბაქაძე და გიორგი ბერძენიშვილი. წინა მატჩის შემდეგ მეორე ხაზში გადაინაცვლა ლუკა შულაიამ, მესამეხაზელი გიორგი სუთიაშვილი კი დამწყებთა შორის პირველად მოხვდა.

მარქაფაში ერთი ახალი სახეა - ბურჯი საბა მაჭარაშვილი, რომელიც გუნდს პრაღაში ესპანეთთან მატჩის წინ შეუერთდა. სამატჩო განაცხადში ტურნირზე მყოფი 26-ივე მოთამაშეა, თუმცა მწვრთნელებს მხოლოდ რვა შეცვლის გამოყენების უფლება აქვთ.

რაგბი ევროპის ჩემპიონატი 18-წლამდელთა შორის

ფინალი. 14 ნოემბერი. პრაღა (ჩეხეთი). „მარკეტა სთედიუმი“

საქართველო - ესპანეთი (20:30 საქ. დრო)

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა ჭაკუა, 14. ლუკა მუშკუდიანი, 13. გოგა ბერიძე, 12. მიხეილ მგალობლიშვილი, 11. ალექსანდრე მამაიაშვილი, 10. მათე მახარაძე, 9. გიორგი ხონელიძე;

შერკინება: 1. ლუკა ბარბაქაძე, 2. ალექსანდრე გამყრელიძე, 3. გიორგი ბერძენიშვილი, 4. ნიკოლოზ ფანცულაია, 5. ლუკა შულაია, 6. გიორგი ქევანიშვილი, 7. გიორგი სუთიაშვილი, 8. მათე ბერუაშვილი (კაპ.).

მარქაფა: 16. საბა ჯიბღაშვილი, 17. საბა მერებაშვილი, 18. საბა მაჭარაშვილი, 19. დავით ლაცაბიძე, 20. ნიკოლოზ ხარებავა; 21. ალექსანდრე გაგუა, 22. ნიკოლოზ ჩაჩანიძე, 23. რეზი ცხვედიანი; 24. ნიკა ჯანგულაშვილი, 25. ბართლომე ხამაშურიძე, 26. გეგა გიორგობიანი.

Rugby.ge

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
18 წ. | გიორგი ნემსაძე: როდესაც საქართველოს ნაკრების კვართი გაცვია, არ გაქვს უფლება რამეს არასერიოზულად მიუდგეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები