პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"მთის ტრასების სააგენტო" (MTA) ახალ პრემიუმ აბონემენტს წარადგენს

ეკონომიკის სამინისტრო

„მთის ტრასების სააგენტო“ ზამთრის სეზონზე პრემიუმ სკიპასს წარადგენს, რომლითაც დამსვენებლები ოთხივე კურორტის საბაგიროებით და გუდაურში Fast Track სერვისით ულიმიტოდ ისარგებლებენ.

"მთის ტრასების სააგენტო" (MTA) ახალ პრემიუმ აბონემენტს წარადგენს
რუსთავი 2

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "მთის ტრასების სააგენტო" (MTA) 2026-2027 წლების ზამთრის სეზონზე დამსვენებლებს პრემიუმ სკიპასს სთავაზობს. მისი მფლობელები მთელი სასრიალო სეზონის განმავლობაში ოთხივე კურორტის საბაგიროებით ისარგებლებენ, გუდაურში კი "პირველის", "სოლიკოს", "გუდაურასა" და "ახალი გუდაურას" საბაგიროებზე მათთვის Fast Track სერვისი - დამოუკიდებელი შესასვლელები ულიმიტოდ იქნება ხელმისაწვდომი.

20 ნოემბრიდან mta.ski-ზე, MTA-სა და Visa-ს სპეციალური შეთავაზების ფარგლებში, ახალი სეზონური მულტისკი აბონემენტები გაიყიდება, რომელთა შეძენისას მომხმარებლები პრემიუმ აბონემენტს მიიღებენ.

ზამთრის სეზონიდან აბონემენტების განახლებული ტარიფები ამოქმედდება. საფასო პოლიტიკა კურორტების მდგრად განვითარებას, ინფრასტრუქტურის განახლებას, მომსახურების გაუმჯობესებასა და სრიალის შესაძლებლობების გაფართოებას ემსახურება.

საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირებისთვის განსხვავებული ტარიფებია გათვალისწინებული, ბავშვების, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის კი შეღავათიანი პირობები. რაც შეეხება სპორტული სკოლების აღსაზრდელებს, 2026-2027 წლების ზამთრის სეზონზე მათთვის შენარჩუნებულია შეღავათიანი ტარიფი ბავშვთა ერთდღიანი აბონემენტის სტანდარტულ ფასთან შედარებით.

ფასებისა და შეთავაზებების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება mta.ski-სა და "ემ თი ეი"-ს ოფიციალურ სოციალურ არხებზე.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
"მთის ტრასების სააგენტოს" განახლებული ვებგვერდი სატესტო რეჟიმში იწყებს მუშაობას - აბონემენტების ინტერნეტით შეძენა 20 ნოემბრიდან მხოლოდ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები