მედია: Starshield-ის სატელიტური სისტემის შეფერხების გამო, უკრაინული დრონების ოპერაციების 100% ჩავარდა
Starshield-ის სისტემის შეფერხების გამო უკრაინის დრონების ოპერაციების 100% ჩავარდა, იტყობინება Axios უკრაინელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. კომპანია SpaceX კი აცხადებს, რომ ცნობა სიმართლეს არ შეესაბამება.

Starlink-ის სამხედრო ვერსიის - Starshield-ის სატელიტური სისტემის შეფერხების გამო, უკრაინული მხარის დრონების ოპერაციების 100% ჩავარდა - ამის შესახებ AXIOS-ი უკრაინის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.
უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ შეზღუდვები უკვე სამი დღეა მოქმედებს და მასშტაბი ეტაპობრივად იზრდებოდა.
"პირველ დღეს შეზღუდვა მისიების 10%-ს შეეხო, მეორე დღეს 50%-ს, დღეს კი შეზღუდვების გამო მისიების 100%-ი ჩავარდა", - განაცხადა ოფიციალურმა პირმა.
აშშ-ში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, დენის სიენიკმა განაცხადა, რომ Starshield-ის სისტემა ითიშება, როდესაც დრონების სიჩქარე საათში დაახლოებით 161 კმ/სთ-ს აღემატება. "ამ დროისთვის SpaceX-ისგან ან პენტაგონისგან განმარტება არ მიგვიღია" - აღნიშნა მან.
ამასთან, SpaceX-ში AXIOS-ის განუცხადეს, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და სისტემაში არანაირი ცვლილება არ განხორციელებულა.
გამოცემის ინფორმაციით, Starshield-ის სატელიტური სისტემის შეზღუდვა ჯარედ კუშნერისა და სტივ ვიტკოფის მოსკოვში ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყო.
ცნობისთვის, გუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელი ჯარისკაცები Starlink-ის სამხედრო ვერსიის - Starshield-ის მუშაობაში მნიშვნელოვან შეფერხებებს აფიქსირებდნენ. პრეზიდენტის განმარტებით, უკრაინელმა სამხედროებმა უკვე შეისწავლეს ამ შეფერხების გარემოებები და დაადგინეს, რომ ეს შემთხვევითი ხარვეზი არ არის და თანამგზავრული კავშირი სისტემურად ფერხდება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…