ირაკლი კობახიძემ, EPC-ის სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, თემაზე - დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა
ირაკლი კობახიძემ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე, დახურულ დისკუსიაში მონაწილეობისას, მშვიდობის გამოწვევებზე, ჰიბრიდულ საფრთხეებსა და სუვერენიტეტის დაცვაზე გაამახვილა ყურადღება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების(EPC) მე-9 სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში, თემაზე - დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა.
დახურული ფორმატის პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება, ასევე ისაუბრა ჰიბრიდულ საფრთხეებზე და ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.
ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა საქართველოს როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში.
მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები მონაწილეობდნენ, მათ შორის დიდი ბრიტანეთის, დანიისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები, მონტენეგროს, ლიეტუვის, რუმინეთის პრეზიდენტები და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…