ირაკლი კობახიძეს დუბლინში პროტესტით დახვდნენ
დუბლინში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მყოფ ირაკლი კობახიძეს ქართველი ემიგრანტები პროტესტით დახვდნენ და განაცხადეს, რომ ის მათ ინტერესებს არ წარმოადგენს.

დუბლინში ირაკლი კობახიძეს ქართველი ემიგრანტები პროტესტით დახვდნენ. კადრებში, რომელსაც "პირველების" რედაქცია იღებს, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" ლიდერი მათ ინტერესებს არ წარმოადგენს.
ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში მონაწილეობს.
EPC-ის რიგით მე-9 კონფერენციის მონაწილე ლიდერებს ირლანდიის პრემიერ-მინისტრი მიჰოლ მარტინი მასპინძლობს.
მთავარობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი კობახიძე სამიტის გახსნით პლენარულ სესიას დაესწრო.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…