პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა

ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვისა და მისი გარემოცვის მიერ მერაბ დვალიშვილზე თავდასხმა გაამართლა. მახაჩევის მტკიცებით, აღნიშნული ქმედება დვალიშვილის წარსულ საქციელზე პასუხია.

"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
სპორტალი

UFC-ის მებრძოლი ისლამ მახაჩევი მერაბ დვალიშვილზე გუშინ განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა.

"მათ, ვინც ახლა უსმანსა და დანარჩენ ბიჭებს აკრიტიკებთ და შეურაცხყოფას აყენებთ, მინდა გკითხოთ: რატომ დუმდით მაშინ, როდესაც მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა და ღირსება შეულახა? ის ადამიანი მასთან უბრალოდ სასაუბროდ მივიდა და არანაირი ცუდი განზრახვა არ ჰქონია.

ის, რაც დღეს მოხდა, თავად მერაბმა დაიწყო საკუთარ სამშობლოში, როდესაც თავს უფლება მისცა, სტუმრისთვის დაერტყა და მისი დედისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა", - განაცხადა მახაჩევმა.

შეგახსენებთ, UFC-ის მებრძოლს, მერაბ დვალიშვილს RAF-ის ღონისძიებაზე უსმან ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა უკნიდან თავს დაესხნენ.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
უსმან მერაბ დვალიშვილი—,,ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები