კახა კალაძე: „ნოემბრის ბოლოს რუსთაველის გამზირზე არა მხოლოდ სამანქანო გზა გაიხსნება, არამედ პროექტი სრულად დასრულდება, მიწისქვეშა გადასასვლელებით, ტრუტუარებით, გამწვანებით, განათების ბოძებით“
კახა კალაძე აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს სრულად დასრულდება, რის შემდეგაც მერია რესპუბლიკის მოედნის განახლებას გეგმავს.

„ბევრი ადამიანი ტყუილს და სიცრუეს ავრცელებდა აღნიშნულთან დაკავშირებით. კონკრეტულ ტელევიზიებს მცდელობა ჰქონდათ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ, თითქოს სამუშაოები ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო და ჩვენ ნოემბრის ბოლომდე გადავწიეთ“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედი ლაივში“
„დათქმულ ვადაში არა მხოლოდ სამანქანო გზა გაიხსნება, არამედ მთლიანად პროექტი იქნება დასრულებული – სამანქანო გზა, მიწისქვეშა გადასასვლელები, შუქნიშნები იქნება დამონტაჟებული, ტროტუარები მოწესრიგებული. ერთი რამ მინდა, ვთქვა: რადგან ახალი წლის დღეები მოდის, საახალწლო სოფელი გვექნება რესპუბლიკის მოედანზე, რუსთაველის გამზირზე მოძრაობის ახალი სქემები იქნება, შუქნიშნები არ იქნება ჩართული, დროებით, ვიდრე არ დამთავრდება საახალწლო ღონისძიებები, ჩვეულებრივ იქნება გადაადგილება შესაძლებელი, რადგან შუქმნიშნების ჩართვას ორი კვირა სჭირდება, რათა მივიღოთ სწორი კალიბრაცია. შესაბამისად, პირველ ეტაპზე, შუქნიშნები არ იქნება ჩართული, თუმცა პროექტი დასრულებული იქნება – გამწვანება, განათების ბოძები, საფეხმავლო ბილიკები და ასე შემდეგ. ავტობუსებს ექნება შესაბამისი ზოლები, როგორც აქამდე იყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, მერია რესპუბლიკის მოედნის განახლებას გეგმავს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიანოემბრის ბოლოს რუსთაველის გამზირზე შუქნიშნები არ იქნება ჩართული, თუმცა პროექტი დასრულებული იქნება - კახა კალაძე
კახა კალაძე: ნოემბრის ბოლოს რუსთაველის გამზირზე არა მხოლოდ სამანქანო გზა გაიხსენება, არამედ პროექტი სრულად დასრულდება - მიწისქვეშა გადასასვლელებით, ტრუტუარებით, გამწვანებით, განათების ბოძებით
კახა კალაძე – ნოემბრის ბოლოს რუსთაველის გამზირზე არა მხოლოდ სამანქანო გზა გაიხსნება, არამედ პროექტი სრულად დასრულდება, მიწისქვეშა გადასასვლელებით, ტროტუარებით, გამწვანებით, განათების ბოძებით
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…