პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობებზე, ევროპულ ინტეგრაციაზე, რაც მნიშვნელოვანი საკითხია და სწორედ ეს გახლდათ ინტერესის საგანი ირლანდიის ინსტიტუტის მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს მთავრობა

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, დუბლინში პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ევროინტეგრაციასა და ევროკავშირთან ურთიერთობებზე ისაუბრა, რაც ირლანდიის ინსტიტუტის ინტერესის საგანს წარმოადგენდა.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობებზე, ევროპულ ინტეგრაციაზე, რაც მნიშვნელოვანი საკითხია და სწორედ ეს გახლდათ ინტერესის საგანი ირლანდიის ინსტიტუტის მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
რუსთავი 2

პრემიერის გამოსვლას დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში ხელისუფლების წარმომადგენლები ეხმიანებიან.

როგორც საქართველოს ვიცე-პრემიერი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, აღნიშნული დისკუსია კარგი საშუალება იყო, რათა პრემიერს ქვეყნის ხელისუფლების პოზიცია სხვადასხვა საკითხზე კიდევ ერთხელ დაეფიქსირებინა.

"პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობებზე, ევროპულ ინტეგრაციაზე, რაც მნიშვნელოვანი საკითხია და სწორედ ეს გახლდათ ინტერესის საკითხი ირლანდიის ინსტიტუტის მხრიდან და კარგი შესაძლებლობა იყო სწორედ აქ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრის წინ, სწორედ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასა და საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობებზე გვქონოდა შესაძლებლობა გვესაუბრა ირლანდიაში", - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მაკა ბოჭორიშვილი: ირლანდიაში გაიმართება ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეცხრე შეხვედრა, რომელშიც საქართველოს დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მიიღებს მონაწილეობასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები