პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გადავხედეთ ბიუჯეტს, სადაც 2026 წელს ეკონომია მოხდა, 2027-ში ამ მხრივ ითვალისწინებს ზრდას იმისთვის, რომ მოხდეს შესაბამისი ხარჯების გაწევა სხვადასხვა მიმართულებით - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტი

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტმა საკუთარი ბიუჯეტი 2026 წლისთვის 10 მილიონი ლარით შეიმცირა, ხოლო 2027 წელს გათვალისწინებულია 95 მილიონ ლარზე მეტი, რაც ხარჯებისა და ხელფასების ზრდას მოხმარდება.

გადავხედეთ ბიუჯეტს, სადაც 2026 წელს ეკონომია მოხდა, 2027-ში ამ მხრივ ითვალისწინებს ზრდას იმისთვის, რომ მოხდეს შესაბამისი ხარჯების გაწევა სხვადასხვა მიმართულებით - შალვა პაპუაშვილი
რუსთავი 2

ბიუჯეტის განხილვის შემდეგ პარლამენტის მიმდინარე და მომავალი წლის ბიუჯეტების კორექტირების საკითხი შალვა პაპუაშვილმა წარადგინა.

სპიკერის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანომ საკუთარი ბიუჯეტი 2026 წლისათვის 10 მილიონი ლარით შეიმცირა. 2027 წლის ბიუჯეტში კი პარლამენტისთვის განსაზღვრულია 95 მილიონ ლარზე მეტი.

"გადავხედეთ ბიუჯეტს, სადაც ეკონომია იყო, თავის დროზე ასახული იყო ეს ცვლილება, მათ შორის იმისთვის, რომ მთავრობასაც ჰქონოდა საშუალება, რომ ეს თანხები სხვაგვარად გამოიყენოს. ამიტომ, წარმოდგენილია დადგენილების პროექტი, რომელიც ეხება 2026 წლის, ანუ მიმდინარე ბიუჯეტის კორექტირებას 10 მილიონი ლარით. ის, რაც 2026-ში ეკონომია მოხდა, რაზეც მე მოგახსენეთ, 2027-ში ამ მხრივ ითვალისწინებს ზრდას იმისთვის, რომ მოხდეს შესაბამისი ხარჯების გაწევა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, არაფინანსური აქტივებიდან გამომდინარე, მათ შორის, ხელფასებთან დაკავშირებით, ვინაიდან საჯარო სამსახურში არის ზრდა ხელფასების, ამის ასახვაც ხდება პარლამენტის ბიუჯეტში", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პარლამენტი საკუთარ ბიუჯეტს 2026 წლისათვის 10 მილიონი ლარით იმცირებს, 2027 წლის ბიუჯეტის ფარგლებში კი, შესყიდვებისთვის 3 მილიონი ლარის დამატებას ითხოვსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები