პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მინი ფეხბურთში ალექსი ნატროშვილის მემორიალური ტურნირი ჩატარდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურითავდაცვის სამინისტრო

სოფელ ვაჩნაძიანში 2008 წლის ომში დაღუპული მეომრის, ალექსი ნატროშვილის სახელობის მინი ფეხბურთის ტურნირი ჩატარდა, რომლის ჩემპიონიც თავდაცვის სამინისტროს IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრები გახდა.

მინი ფეხბურთში ალექსი ნატროშვილის მემორიალური ტურნირი ჩატარდა
რუსთავი 2

10 ნოემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში ჩატარდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მეომრის, ალექსი ნატროშვილის სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში.

ტურნირში, ადგილობრივ გუნდებთან ერთად, თავდაცვის სამინისტროს IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრები გუნდი მონაწილეობდა.

ალექსი ნატროშვილის სახელობის გარდამავალი თასის მფლობელი და ტურნირის ჩემპიონი, თავდაცვის სამინისტროს IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრები გუნდი გახდა, II ადგილზე სოფელ ვაზისუბნის გუნდი გავიდა, III ადგილი კი სოფელ კალაურის გუნდმა დაიკავა.

გამარჯვებულ გუნდებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული თასები, მედლები და სიგელები სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსმა, თამაზ კალატოზიშვილმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი მაჭავარიანმა გადასცეს.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ვანო ბერიძიშვილი, ადგილობრივი ვეტერანები და ალექსი ნატროშვილის ოჯახის წევრები.

ალექსი ნატროშვილი სოფელ ვაჩნაძიანიდან იყო. იგი, თავდაცვის სამინისტროს მეოთხე ბრიგადაში მსახურობდა, ასმეთაურად. ალექსი ნატროშვილი (სიკვდილის შემდეგ) დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

ალექსი ნატროშვილის სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში 2016 წელს დაარსდა და ყოველ წელს ტარდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოგურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში, ჩატარდა ალექსი ნატროშვილის მემორიალური ტურნირი მინი ფეხბურთში
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში, ჩატარდა ალექსი ნატროშვილის მემორიალური ტურნირი მინი ფეხბურთშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები