პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი კორეის ინჩონის ეროვნულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა და კორეის ინჩონის ეროვნულმა უნივერსიტეტმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ერთობლივ კვლევით საქმიანობასა და გაცვლით პროგრამებს ითვალისწინებს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი კორეის ინჩონის ეროვნულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
რუსთავი 2

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს კორეის რესპუბლიკის ინჩონის ეროვნული უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია. ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს. დოკუმენტი განათლების, სამეცნიერო კვლევების, ინოვაციების, მეწარმეობისა და კულტურული გაცვლითი მიმართულებით თანამშრომლობის ხელშეწყობისა და ასევე, აკადემიურ წრეებსა და ინდუსტრიას შორის კავშირების გაძლიერებას მოიცავს.

მემორანდუმის ფარგლებში, განხორციელდება ერთობლივი საგანმანათლებლო-კვლევითი და გაცვლითი პროგრამები.

ინჩონის ეროვნული უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, მხარეები სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებსა და ერთობლივ კვლევით საქმიანობას განავითარებენ.

"მოხარულნი ვართ KIU-სთან ვითანამშრომლოთ სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების და ერთობლივი კვლევითი საქმიანობის მიმართულებით. ჩვენს უნივერსიტეტებს ბევრი საერთო აქვთ, მათ შორის თანამედროვე ექსპერიმენტული აღჭურვილობა, ჩვენ ვართ დაინტერესებული, გამოვიყენოთ ადრონული ცენტრი და კომპიუტერული მეცნიერებების რესურსები. მომავალში ვგეგმავთ გაცვლით აკადემიურ პროექტებს, რათა განვახორციელოთ ერთობლივი კვლევითი პროგრამები", - აცხადებს ინჩონის ეროვნული უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ჯუნ ჰან ლი.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ექვსწლიანი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. KIU - ინოვაცია და განათლება. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები