პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზაალ ანჯაფარიძე მიტროპოლიტ იობის განცხადების შესახებ: “ღია ტექსტით ხელისუფლების შეცვლის მოწოდება მაღალი რანგის სასულიერო პირისგან სხვა არაფერია, თუ არა ქვეყანაში სიტუაციის კიდევ ერთხელ ადუღების მცდელობა”

ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, რომ მიტროპოლიტ იობის მოწოდება ხელისუფლების შეცვლაზე ქვეყანაში სიტუაციის ადუღების მცდელობაა. თავად მიტროპოლიტმა თქვა, რომ ხელისუფლება ურწმუნოა და შესაძლებლობები ამოწურა.

ზაალ ანჯაფარიძე მიტროპოლიტ იობის განცხადების შესახებ: “ღია ტექსტით ხელისუფლების შეცვლის მოწოდება მაღალი რანგის სასულიერო პირისგან სხვა არაფერია, თუ არა ქვეყანაში სიტუაციის კიდევ ერთხელ ადუღების მცდელობა”
POSTV

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიტროპოლიტ იობის შემდეგ განცხადებას ეხმაურება: „დღეს ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება და განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ამ ხელისუფლებამ თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“.

„ძალიან გაუჭირდათ იქითა ბანაკში და მათი აზრით უფრო წონიანი “ავტორიტეტების” გამოგორება დაიწყეს. სად უნდა ეძებნათ ასეთები სხვაგან, თუ არა სასულიერო პირთა რიგებში.

ღია ტექსტით ხელისუფლების შეცვლის მოწოდება მაღალი რანგის სასულიერო პირისგან სხვა არაფერია, თუ არა ქვეყანაში სიტუაციის კიდევ ერთხელ ადუღების მცდელობა; დესერტად – სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა.

მიტროპოლიტს არ აწყენდა საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციის გაცნობა და, ასევე, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული კონკორდანტის გახსენება”, – წერს ანჯაფარიძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოზაალ ანჯაფარიძე მიტროპოლიტ იობის განცხადებაზე: ღია ტექსტით ხელისუფლების შეცვლის მოწოდება მაღალი რანგის სასულიერო პირისგან სხვა არაფერია, თუ არა ქვეყანაში სიტუაციის კიდევ ერთხელ ადუღების მცდელობა
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გია აბაშიძე: დასანანი და შემაშფოთებელია, როდესაც მიტროპოლიტი იობი ამბიონს პოლიტიკური განცხადებების პლატფორმად იყენებს. ამბიონი არ უნდა იქცეს ხელისუფლების შეცვლის მოწოდებების, პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და ეკლესიის შიგნით დაპირისპირების ინსტრუმენტადწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები