პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აგროთადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს

აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 16 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 25 ხელშეკრულება უკვე გაფორმდა, ხოლო სულ წარდგენილია 58,6 მილიონი ლარის 108 განაცხადი.

აგროთადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს
რუსთავი 2

სოფლის განვითარების სააგენტოს აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაფორმებულია 25 ხელშეკრულება, რომელთა შესაბამისი პროექტების ჯამური ღირებულება 16 მილიონ ლარს აღემატება. დაფინანსების მიზნობრიობები მოიცავს მსხვილფეხა მეცხოველეობის ფერმების, საფუტკრე, სასათბურე და აკვაკულტურის მეურნეობების, ასევე შემნახველი საწარმოების მოწყობასა და მრავალწლოვანი ბაღების გაშენებას.

განხილვის დასკვნით ეტაპზეა დამატებით 9 განაცხადი, რომელთა შესაბამისი პროექტების ჯამური ღირებულება 7,15 მილიონ ლარს შეადგენს.

"2026 წლის 1 ივლისიდან 10 ნოემბრის ჩათვლით, პროგრამის ფარგლებში სოფლის განვითარების სააგენტოში წარდგენილია 108 განაცხადი. წარმოდგენილი პროექტების ჯამური ღირებულება 58,6 მილიონ ლარს შეადგენს. პროგრამაში განაცხადების მიღებისა და განხილვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. დაინტერესებულ პირებს განაცხადის წარდგენა შეუძლიათ როგორც ელექტრონულად, ისე მატერიალური ფორმით. პროგრამაში ჩართვა ხორციელდება დადგენილი პროცედურების შესაბამისად და მოიცავს განაცხადის მიღებას, თანდართული დოკუმენტაციის განხილვასა და დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას.

აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების წახალისება და აგრობიზნესის განვითარება. სახელმწიფო თანადაფინანსება ფერმერებსა და მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს, განახორციელონ ახალი პროექტები, გააფართოონ არსებული საქმიანობა და გაზარდონ საწარმოო შესაძლებლობები", - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
საგამოძიებო სამსახურმა ოქტომბერში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 17 ფაქტი გამოავლინაწაიკითხე

უახლესი ამბები