პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გია აბაშიძე: “დასანანი და შემაშფოთებელია, როდესაც მიტროპოლიტი იობი ამბიონს პოლიტიკური განცხადებების პლატფორმად იყენებს. ამბიონი არ უნდა იქცეს ხელისუფლების შეცვლის მოწოდებების, პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და ეკლესიის შიგნით დაპირისპირების ინსტრუმენტად”

ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, შემაშფოთებელია, როდესაც მიტროპოლიტი იობი ამბიონს პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იყენებს და ხელისუფლების შეცვლისკენ მოუწოდებს.

გია აბაშიძე: “დასანანი და შემაშფოთებელია, როდესაც მიტროპოლიტი იობი ამბიონს პოლიტიკური განცხადებების პლატფორმად იყენებს. ამბიონი არ უნდა იქცეს ხელისუფლების შეცვლის მოწოდებების, პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და ეკლესიის შიგნით დაპირისპირების ინსტრუმენტად”
POSTV

“დასანანი და შემაშფოთებელია, როდესაც მიტროპოლიტი იობი ამბიონს პოლიტიკური განცხადებების პლატფორმად იყენებს. ხელისუფლების კრიტიკის უფლება ყველას აქვს, მათ შორის სასულიერო პირებსაც. თუმცა ხელისუფლების შეცვლისკენ მოწოდება, პოლიტიკური შეფასებების ქადაგებაში გადატანა და სხვა იერარქების მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდებების ტირაჟირება სულიერი მსახურების ფარგლების აშკარა დარღვევაა”,- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

“განსაკუთრებით წინააღმდეგობრივია ის, რომ მეუფე იობი, ერთი მხრივ, ეკლესიის პოლიტიზებას აკრიტიკებს, მეორე მხრივ კი თავად იყენებს ამბიონს პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად და მღვდელმთავრის მაღალი სტატუსის გამოყენებით პოლიტიკურ დაპირისპირებასა და საზოგადოებრივ პოლარიზაციას აღვივებს.

ეკლესიის დამოუკიდებლობა არ ნიშნავს მის პოლიტიკურ ბანაკად ქცევას. მღვდელმთავრის მოვალეობა არც ხელისუფლების ოპონენტის როლის მორგებაა და არც პოლიტიკური დღის წესრიგის კარნახი. მისი უპირველესი პასუხისმგებლობაა სიმართლის მსახურება, სულიერი ერთიანობის დაცვა, მრევლის გაერთიანება და ზნეობრივი საზღვრების განმტკიცება.

ამბიონი პოლიტიკური ტრიბუნა არ არის. ის არ უნდა იქცეს ხელისუფლების შეცვლის მოწოდებების, პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და ეკლესიის შიგნით დაპირისპირების ინსტრუმენტად. როდესაც მორწმუნე ტაძარში სულიერი სიტყვის მოსასმენად მიდის და სანაცვლოდ პოლიტიკური გზავნილებითა და ურთიერთბრალდებებით დახუნძლულ ქადაგებას ისმენს, პრობლემა მხოლოდ პოლიტიკური განცხადებების შინაარსში კი არა, თავად ამბიონის დანიშნულების უგულებელყოფაშია.

ეკლესიას დღეს პოლიტიკური ამბიციების მქონე მქადაგებლები კი არა, სულიერი პასუხისმგებლობის მქონე მღვდელმთავრები სჭირდება. ამბიონიდან ნათქვამ სიტყვას განსაკუთრებული წონა აქვს და სწორედ ამიტომ მას განსაკუთრებული პასუხისმგებლობაც უნდა ახლდეს. სასულიერო ავტორიტეტი პოლიტიკური ბრძოლის იარაღად არ უნდა იქცეს”, – წერს გია აბაშიძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოგია აბაშიძე: დასანანი და შემაშფოთებელია, როდესაც მიტროპოლიტი იობი ამბიონს პოლიტიკური განცხადებების პლატფორმად იყენებს. ამბიონი არ უნდა იქცეს ხელისუფლების შეცვლის მოწოდებების, პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და ეკლესიის შიგნით დაპირისპირების ინსტრუმენტად
  2. რუსთავი 2სამთავრობოგია აბაშიძე: დასანანი და შემაშფოთებელია, როდესაც მიტროპოლიტი იობი ამბიონს პოლიტიკური განცხადებების პლატფორმად იყენებს. ამბიონი არ უნდა იქცეს ხელისუფლების შეცვლის მოწოდებების, პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და ეკლესიის შიგნით დაპირისპირების ინსტრუმენტად
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ზაალ ანჯაფარიძე მიტროპოლიტ იობის განცხადებაზე: ღია ტექსტით ხელისუფლების შეცვლის მოწოდება მაღალი რანგის სასულიერო პირისგან სხვა არაფერია, თუ არა ქვეყანაში სიტუაციის კიდევ ერთხელ ადუღების მცდელობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები