არჩილ გორდულაძე: რისი მცდელობა იყო ამ დღეების განმავლობაში? თითქოს საგამოძიებო კომისიის დასკვნაში არ უნდა გამოგვეყენებინა ის სიტყვები, რომლებსაც კონკრეტული პარტიებისა და კონკრეტული ადამიანების მხრიდან ადამიანების ტრაგედიებზე საუბრისას იყენებდნენ. საუბარია ადამიანებზე, რომლებიც წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი იყვნენ და ჰყვებოდნენ მათ თავს გადახდენილ მოვლენებზე
არჩილ გორდულაძის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასახულია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ჩვენებები, სტრასბურგის სასამართლოს ათობით გადაწყვეტილება და ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ გამოტანილი ასეულობით განაჩენი.

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასახულია როგორც კონკრეტული პირების ჩვენებები წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ათობით გადაწყვეტილება.
გორდულაძის განცხადებით, ამ დღეების განმავლობაში იყო მცდელობა, თითქოს კომისიის დასკვნაში არ უნდა გამოყენებულიყო ის ტერმინები, რომლებიც ადამიანების მიმართ განხორციელებულ მძიმე მოპყრობას აღწერს. მისივე თქმით, დასკვნაში საუბარია პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კონკრეტულ შემთხვევებზე, მათ შორის ე.წ. ფუქსებში მოთავსებაზე, სადაც ადამიანებს იატაკზეც კი არ ჰქონდათ თავისუფლად განთავსების შესაძლებლობა და სუფთა ჰაერზე წვდომაც შეზღუდული ჰქონდათ.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საგამოძიებო კომისიის დასკვნაში მითითებულია იმ თანამდებობის პირების შესახებაც, რომლებიც იმ პერიოდში სასჯელაღსრულების სისტემასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდნენ და რომელთა მიმართაც 2012 წლის შემდეგ გამამტყუნებელი განაჩენები დადგა.
„რისი მცდელობა იყო ამ დღეების განმავლობაში? თითქოს საგამოძიებო კომისიის დასკვნაში არ უნდა გამოგვეყენებინა ის სიტყვები, რომლებსაც კონკრეტული პარტიებისა და კონკრეტული ადამიანების მხრიდან ადამიანების ტრაგედიებზე საუბრისას იყენებდნენ.
საუბარია ადამიანებზე, რომლებიც წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი იყვნენ და ჰყვებოდნენ მათ თავს გადახდენილ მოვლენებზე. მაგალითად, იმაზე, თუ როგორ იყვნენ მოთავსებული ე.წ. ფუქსებში, სადაც მათ იატაკზეც კი არ ჰქონდათ თავისუფლად მოთავსების შესაძლებლობა და სუფთა ჰაერზე წვდომაც შეზღუდული ჰქონდათ.
შეუძლებელია, ვინმემ იძულებაზე ისაუბროს ისეთ ქმედებებთან მიმართებით, როდესაც კონკრეტული ადამიანის მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობას უმძიმესი შედეგები მოჰყვა. კონკრეტული სახელისა და გვარის დასახელებისგან თავს შევიკავებ, თუმცა ვგულისხმობ შემთხვევას, როდესაც ადამიანს შვილის ყოლის შესაძლებლობა აღარ აქვს.
საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასახულია არა მხოლოდ კონკრეტული პირების ჩვენებები, არამედ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებიც. შემთხვევითი არ არის, რომ ამაზე ვსაუბრობ, რადგან ასეთი საქმეები ათობითაა.
დასკვნაში საუბარია იმ თანამდებობის პირებზეც, რომლებიც იმ პერიოდში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, პენიტენციურ სისტემასა თუ შინაგან საქმეთა სამინისტროში იკავებდნენ თანამდებობებს. 2012 წლის შემდეგ, ხელისუფლების ცვლილების შედეგად, მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენები დადგა. ასეთი პირების რაოდენობა კი ასეულობითაა. ეს ყველაფერი საგამოძიებო კომისიის დასკვნაშია ასახული“, – განაცხადა გორდულაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…