პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას ჯანმო-ს ექსპერტები ეწვივნენ

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას ჯანმო-ს ექსპერტები ეწვივნენ, რათა პროდუქტებში ტრანს-ცხიმების აღმოჩენისა და შემოწმების ხარისხი გაუმჯობესდეს.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ეწვივნენ.

4-დღიანი ვიზიტის მთავარი მიზანია, პროდუქტებში მავნე ტრანს-ცხიმების აღმოჩენისა და შემოწმების ხარისხი კიდევ უფრო გაუმჯობესდეს.

საერთაშორისო სპეციალისტები ქართველ კოლეგებთან ერთად კვლევის თანამედროვე მეთოდებს დანერგავენ, ხოლო შეხვედრის ბოლოს სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს შეაჯამებენ.

"სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებს მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტები და ლაბორატორიის სპეციალისტები ერთად იმუშავებენ სურსათში ტრანს-ცხიმების კვლევის მეთოდის ოპტიმიზაციისა და კვლევის სპექტრის გაფართოების მიმართულებით. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ტრანს-ცხიმებისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად", - აცხადებს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტის უფროსი მარინა ღვინჯილია.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროკავშირის პროექტის ფარგლებში საერთაშორისო დელეგაცია სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას ეწვიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები