ტრამპი: დიდი გამარჯვება „ფეიკ ნიუს“ BBC-ის წინააღმდეგ, რომელიც სასტიკად ამახინჯებს სიმართლეს - ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და დავამარცხებთ ყველას, ვინც ამერიკელი ხალხის შეცდომაში შეყვანას ცდილობს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ BBC-ის წინააღმდეგ სასამართლოში „დიდი გამარჯვება“ მოიპოვა და მედიასაშუალება სიმართლის სასტიკ დამახინჯებაში დაადანაშაულა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მან ფლორიდის სამხრეთ ოლქის ფედერალურ სასამართლოში BBC-ის წინააღმდეგ „უზარმაზარი გამარჯვება“ მოიპოვა.
ტრამპის განცხადებით, მოსამართლე ჯეფრი ტ. კუნცმა ძლიერი და პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო.
„დიდი გამარჯვება „ფეიკ ნიუს“ BBC-ის წინააღმდეგ, რომელიც სასტიკად ამახინჯებს სიმართლეს. ფლორიდის სამხრეთ ოლქის პატივცემულმა მოსამართლემ, ჯეფრი კუნცმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გამოიტანა. თავის ძლიერ მოსაზრებაში მოსამართლე კუნცმა დაწერა: „მოცემულ შემთხვევაში, მედიასაშუალებამ თავად შექმნა სიუჟეტი. BBC-მ ეს თავადაც აღიარა, როდესაც დაადასტურა ვიდეომასალის ისეთი სახით რედაქტირება, თითქოს პრეზიდენტმა ტრამპმა გააკეთა განცხადება, რომელიც რეალურად არასდროს უთქვამს“. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და დავამარცხებთ ყველას, ვინც ამერიკელი ხალხის შეცდომაში შეყვანას ცდილობს!“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ციტატები სტატიიდან
„მოცემულ შემთხვევაში, მედიასაშუალებამ თავად შექმნა სიუჟეტი. BBC-მ ეს თავადაც აღიარა, როდესაც დაადასტურა ვიდეომასალის ისეთი სახით რედაქტირება, თითქოს პრეზიდენტმა ტრამპმა გააკეთა განცხადება, რომელიც რეალურად არასდროს უთქვამს“
„დიდი გამარჯვება „ფეიკ ნიუს“ BBC-ის წინააღმდეგ, რომელიც სასტიკად ამახინჯებს სიმართლეს. ფლორიდის სამხრეთ ოლქის პატივცემულმა მოსამართლემ, ჯეფრი კუნცმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გამოიტანა. თავის ძლიერ მოსაზრებაში მოსამართლე კუნცმა დაწერა: „მოცემულ შემთხვევაში, მედიასაშუალებამ თავად შექმნა სიუჟეტი. BBC-მ ეს თავადაც აღიარა, როდესაც დაადასტურა ვიდეომასალის ისეთი სახით რედაქტირება, თითქოს პრეზიდენტმა ტრამპმა გააკეთა განცხადება, რომელიც რეალურად არასდროს უთქვამს“. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და დავამარცხებთ ყველას, ვინც ამერიკელი ხალხის შეცდომაში შეყვანას ცდილობს!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…