პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

,, განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება” – მეუფე იობი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

მეუფე იობი აცხადებს, რომ „მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება“, ხელისუფლებამ შესაძლებლობები ამოწურა და ქვეყანაში კორუფცია ყვავის, რის გამოც „განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ“.

,, განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება” – მეუფე იობი
ალია

მეუფე იობის (აქიაშვილი) ქადაგებიდან:

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა უცხოეთში, სოფლები დაიცალა, სამაგიეროდ სხვა ტომის ხალხი შემოდის საქართველოში. სიკვდილიანობა აჭარბებს დაბადებას… განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. დავრწმუნდით იმაშიც, რომ მან თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ. როგორც მსოფლიოშია მიღებული, რომ იცვლება მთავრობები ასევე უკეთესი უნდა ავირჩიოთ მომავალში. იმიტომ, რომ არ იგრძნობა, ეროვნული ინტერესები აღარ არის ქვეყანაში. გადაყვნენ ეკონომიკურ სიძლიერეს, რომ ეკონომიკურად გაძლიერდეს ქვეყანაო. ისმის კითხვა, ვისთვის შენდება ამდენი კორპუსები? ბუმია მშენებლობის მთელ საქართველოში. ვისთვის, თუ არ ვმრავლდებით? ვინ უნდა შესახლდეს იმ კორპუსებში?…

კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა და მერე იჭერენ, თითქმის მთელი მთავრობა ციხეშია – პრეზიდენტი, პრემიერი, თავდაცვის მინისტრი, სუს-ის უფროსი და სხვა მეზობელი ქვეყნები იცინიან ჩვენზე, დაგვცინიან. ტერიტორიები დავკარგეთ და ხმას არავინ არ იღებს. დავით გარეჯი ჩვენთვის მეორე იერუსალიმია. თუნდაც იმ არაბულ ქალაქებთან დაკავშირებით რა ხდება. თანდათანობით შემოგვაპარეს ისიც, რომ ტერმინალები დაიდგმება ეკლესიებშიო, რომ შესაწირი ტერმინალებით გადაიხადოს ადამიანმაო და ესეც კონტროლი იქნება ეკლესიის – რამდენი შესაწირი და რამდენი ვისგან არის შენაწირი ეკლესიისთვის თანხა. სწორედ ამის გაკონტროლება უნდათ… ჩვენ ქვეყანას სჭირდება ბრძენი ხელისუფალი“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. Facebookმეუფე იობი: მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება... დავრწმუნდით იმაშიც, რომ მან თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ... ტერიტორიები დავკარგეთ და ხმას არავინ არ იღებს
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"ეროვნული ინტერესები აღარ იგრძნობა, გადაჰყვნენ ეკონომიკურ სიძლიერეს" - რა თქვა ქადაგებისას მეუფე იობმა?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები