პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პიერ-ანრი ბრონკანმა კანადასთან 59:14 გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ გუნდი სწორი მიმართულებით ვითარდება. ფრანგი სპეციალისტის თქმით, ნაკრების მთავარი მიზანი 2027 წლის მსოფლიო თასისთვის საუკეთესო შემადგენლობის ჩამოყალიბებაა.

პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
სპორტალი

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა პიერ-ანრი ბრონკანმა, კანადასთან 59:14 მოგებული შეხვედრის შემდეგ, ტელეკომპანია “იმედში” განვლილ და მომავალ თამაშებზე ისაუბრა.

ფრანგი სპეციალისტი საუკეთესოდ ახასიათებს ქართველ მოთამაშეებს და იმედოვნებს, რომ 2027 წლის მსოფლიო თასზე მის გუნდს საუკეთესო შედეგი ექნება.

პიერ-ანრი ბრონკანი: „ეს თამაშები იმ სამი თამაშის გაგრძელებაა, რომლებიც ზაფხულში ურუგვაისთან, სამოასთან და ჩილესთან გვქონდა. კანადასთან კარგი შეხვედრა ჩავატარეთ და წინ კიდევ ორი მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს ტონგასა და აშშ-სთან. ჩვენ არ დავკმაყოფილდებით მხოლოდ ამ გამარჯვებით. ვიცით, რომ რთული თამაშები გვექნება და მაქსიმალურად ვართ კონცენტრირებული ტონგასა და აშშ-სთან შეხვედრებზე. ყველა მოთამაშე, რომლებიც შეკრებაზე არიან, მთელი კვირის განმავლობაში ჩართული იყვნენ მოსამზადებელ პროცესში და ყურადღებით ისმენდნენ მითითებებს. ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ“.

„საუკეთესო სელექცია გვქონდა. ფრანგი ვარ, რეგულარულად ვუყურებ საფრანგეთის სხვადასხვა დივიზიონის თამაშებს და კარგად ვიცნობ ფრანგულ კლუბებში მოთამაშე ქართველი ლეგიონერების შესაძლებლობებს. გვყავს ლეგიონერები ინგლისიდან და ახალგაზრდა მოთამაშეები, რომლებმაც 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ითამაშეს. მაგალითად ტაბატაძე. მან კანადასთან ლელოც გაიტანა და კიდევ უწევს 20-წლამდელთა ნაკრებში თამაში“.

„დიდ დროს ვატარებ თბილისში და შეძლებისდაგვარად ვესწრები დიდი 10-ის შეხვედრებს. შიდა ჩემპიონატის ყველა თამაშს ვუყურებ. მსოფლიო თასამდე ერთი წელი გვაშორებს და საუკეთესო გუნდი უნდა ჩამოვაყალიბოთ. ჩემთვის მნიშვნელოვანია როგორც სპორტული, ასევე ადამიანური ფაქტორი. მსოფლიო თასის წინ გრძელი, 2-თვიანი მოსამზადებელი პერიოდი გველოდება და ასეთ დროს ადამიანური მომენტები მნიშვნელოვანია“.

„ფიზიკური სიძლიერე და ბრძოლისუნარიანობა რაგბის დიდი მხარეა და ეს თვისებები ქართველ მორაგბეებს თანდაყოლილი აქვთ. მნიშვნელოვანია, რომ მათში თამაშის აღქმა გავზარდოთ. ამის გამომუშავება შეიძლება, თუ მუდმივად მაღალ დონეზე თამაშობ. ინგლისში და საფრანგეთში ყოველ შაბათ-კვირასაა ასეთი თამაშები. სამწუხაროდ, ‘შავ ლომს’ ამ სიხშირით არ აქვს მსაგვსი შეხვედრები. ახლა სამ კვირას ერთად გავატარებთ და უნდა განვავითაროთ მოთამაშეები, განსაკუთრებით ‘შავი ლომის’, რათა თამაშის უკეთესი გაგება ჰქონდეთ“.

„როგორც ფრანგმა მწვრთნელმა, მინდა მადლობა გადავუხადო თქვენს ქვეყანას. საქართველოდან საფრანგეთში ძალიან კარგი მორაგბეები მოდიან - ფიზიკურად ძლიერი, მებრძოლი და სოლიდურები. მათ უყვართ მუშაობა და ამით განსხვავედებიან ფრანგი მორაგბეებისგან. ისინი სწრაფად ახდენენ გუნდში ინტეგრირებას. მე ყველა დივიზიონში მოთამაშე ქართველ მორაგბეზე მაქვს ინფორმაცია. ისინი მოედანზე 100%-ს დებენ, თუ გენდობიან. თავიდან დისტანციას იჭერენ, მაგრამ როცა მათ ნდობას მოიპოვებ, მერე ადვილია მუშაობა. ისინი მუდმივად ცდილობენ ისწავლონ. დარწმუნებული ვარ, რომ ჭკვიანური მუშაობით, ტიერ1-ის გუნდებთან არსებულ სხვაობას შევამცირებთ“.

“‘შავი ლომი’ ეროვნული ნაკრების ბაზაა. ის ასევე წარმოადგენს დამაკავშირებელ ხიდს ეროვნულ და 20-წლამდე ნაკრებებს შორის. ცუდი ისაა, რომ ‘შავ ლომს’ წლის განმავლობაში მხოლოდ ოთხი ოფიციალური თამაში აქვს ჩელენჯ თასზე. ჩვენ გვსურს გაერთიანებულ რაგბის ჩემპიონატში ჩართვა და ამ მხრივ ბევრი რამ კეთდება, მაგრამ სამწუხაროდ, კარი ჯერჯერობით დახურული რჩება. ვალდებულები ვართ საუკეთესო შედეგი ვაჩვენოთ, რათა საბოლოოდ ჩვენთვის ეს კარი გაიხსნას”.

“ავსტრალიის მსოფლიო თასისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ, რათა ჯგუფური ეტაპი გადავლახოთ. ვერ ვიტყვი რომ სამხრეთ აფრიკას დავამარცხებთ, აი რუმინეთთან და იტალიასთან კი შანსი აუცილებლად გვექნება და უნდა დავამტკიცოთ, რომ ელიტურ რაგბში ადგილს ვიმსახურებთ”.

„საქართველოს ნაკრები ყოველთვის მიყვარდა. 2007 წლის მსოფლიო თასზე, მამაჩემი მუშაობდა საქართველოს ნაკრებში კონსულტანტის რანგში. იმ წელს ბორდოში ძალიან მაგარი თამაში გქონდათ ირლანდიასთან. ვთვლი, რომ მაშინ საქართველოს მსაჯებმა მოგება მოპარეს. როდესაც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავება შემომთავაზეს, მაშინვე დავთანხმდი. საქართველო პატარა ქვეყანაა დიდი შესაძლებლობებით. მე კარგად ვიცნობ ქართველ მოთამაშეებს და ისინი გამორჩეულები არიან ბრძოლისუნარიანობით, პატრიოტიზმით. ყველა მორაგბეს უნდა საქართველოს ნაკრებში თამაში და შეკრებაზე სიხარულით ჩამოდის. სხვა ქვეყნის მოთამაშეები ხშირად არ მიდიან თავიანთ ნაკრებში“.

„მე რაგბის გარდა სხვა გატაცება არ მაქვს. სარაგბო ოჯახიდან მოვდივარ, მამაჩემი მორაგბე იყო, ჩემი შვილი ‘ბრივში’ თამაშობს პროფესიონალურ რაგბს. ჩემი ტვინი რაგბზეა მორგებული და ამ თამაშის გარდა სხვა საფიქრალი არ მაქვს“.

„დიდი 10 მომწონს, იქ ბევრი ბრძოლა და ძალისმიერი თამაშია, მაგრამ გუნდები უფრო სწრაფ თამაშს უნდა შეეცადონ. თქვენს ჩემპიონატს ცოტა სიგიჟე აკლია. მეტი ინიციატივის გამოჩენაა საჭირო. მორაგბეებს აქვთ ფიზიკური და ტექნიკური უნარები, საკმაოდ სწრაფებიც არიან, მაგრამ რეაქციების სისწრაფეებია გასაზრდელი - თამაში უფრო სწრაფად წაიკითხონ“.

Rugby.ge

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები