უწყვეტი პროტესტის 713-ე დღე -პარლამენტთან ხალხი დღესაც შეიკრიბნენ
რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროტესტის 713-ე დღეს პარლამენტთან შეკრებილებმა 75 წლის ასაკში გარდაცვლილი აქტივისტის, მზისა გაბეშიას ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს.

უწყვეტი პროტესტის 713-ე დღე რუსთაველის გამზირზე - პროტესტში მყოფი ადამიანები პარლამენტის წინ დღესაც შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეებმა სიმბოლური აქტივობები გამართეს და სამძიმერი გამოუცხადეს მზისა გაბეშიას ოჯახს.
მზისა გაბეშია, სამოქალაქო აქტივისტი პენსიონერი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მარტვილელ ქალს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
მზისა გაბეშია დიდი ხნის განმავლობაში მარტვილის ცენტრში, მერიის წინ, მარტო იდგა და პროევროპულ აქციებს მართავდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…