პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს პრეზიდენტი გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას - მიხეილ ყაველაშვილი მსოფლიო ლიდერებს სიტყვით ხვალ მიმართავს

ანტალიაში მიმდინარე გაეროს კლიმატის კონფერენციაზე მიხეილ ყაველაშვილი მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართავს. პარალელურად, საქართველოს, აზერბაიჯანს, ბულგარეთსა და თურქეთს შორის სუფთა ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა.

95 ქვეყანა და 7 საერთაშორისო ორგანიზაცია - მათგან 37 პრეზიდენტი და 35 პრემიერ-მინისტრია. სახელმწიფოთა ლიდერები ანტალიაში კლიმატის ცვლილებების გამო შეიკრიბნენ. გაეროს 31-ე კონფერენციის მთავარი დევიზია: "დაპირებებიდან რეალურ ქმედებებზე გადასვლა".

რეჯეპ ტაიპ ერდოღანის სტუმარია საქართველოს პრეზიდენტიც, რომელიც სიტყვით ლიდერების წინაშე ხვალ გამოვა. როგორც წესი, დელეგაციები ასეთ დროს პირისპირ და სამუშაო შეხვედრებსაც მართავენ. ამიტომ, საქართველოს დელეგაცია რეგიონული თანამშრომლობის საკითხებსაც განიხილავს. მაგალითად, დღეს საქართველოს, აზერბაიჯანს, ბულგარეთსა და თურქეთს შორის უკვე გაფორმდა სუფთა ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება. ამას უკვე უწოდეს ისტორიული პროექტი, რადგან აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი-ბულგარეთის ხაზით ევროპაში სუფთა ენერგიის ექსპორტი მოხდება. დოკუმენტი ითვალისწინებს ქვეყნებს შორის საზღვრისპირა ელექტროგადამცემი ხაზების, გამანაწილებელი ქსელების ინტეგრაციას და უსაფრთხო, უწყვეტი ტრანზიტის უზრუნველყოფას.

ენერგეტიკულ პროექტთან ერთად, ხაზების გასწვრივ განვითარდება ახალი ინტერნეტ და მონაცემთა გადაცემის ინფრასტრუქტურაც. საქართველოს საექსპორტო მიმართულებების დივერსიფიკაციაზე დღეს ანტალიაში ვრცლად უკვე ისაუბრა საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა. მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება ქვეყნის ენერგეტიკულ შესაძლებლობებზე გაამახვილა.

კონფერენციის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტს ექნება შესაძლებლობა, 100-ზე მეტი ქვეყნის ლიდერს უთხრას, თუ როგორ წარმოუდგენია და როგორ ხედავს საქართველო პრობლემებთან გამკლავების გზებს, ან რა გარემოსდაცვითი პოლიტიკა აქვს ქვეყანას არჩეული.

ვიდრე საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა, იქნება სამიტის გახსნის ოფიციალური ცერემონია. საუბარია, ლიდერთა სამიტზე, რომელიც დაიწყება სტუმრების დახვედრის ცერემონიით, შემდეგ კი იქნება გენერალური მდივნისა და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის სიტყვით გამოსვლები. ამის შემდეგ დაიკავებენ ტრიბუნას მსოფლიოს ლიდერები, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც კონკრეტული გზავნილები აქვს.

ცოტა ხნის წინ, მიხეილ ყაველაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და უზბეკეთის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები, პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებას, უზბეკური ინვესტიციების მოზიდვას და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დაპირებებიდან რეალურ ქმედებებზე გადასვლა“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი თურქეთში, ქალაქ ანტალიაში გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციაში (COP31) მიიღებს მონაწილეობასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები