პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) აღმასრულებელ მდივან ტატიანა მოლჩანთან და საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) გენერალურ მდივანთან იანგ ტაე კიმთან ორმხრივი შეხვედრები გამართა

ეკონომიკის სამინისტრო

მარიამ ქვრივიშვილმა UNECE-ის აღმასრულებელ მდივანთან და ITF-ის გენერალურ მდივანთან შეხვედრებზე ანაკლიის პორტის, რკინიგზის მოდერნიზაციისა და შუა დერეფნის პროექტები განიხილა.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) აღმასრულებელ მდივან ტატიანა მოლჩანთან და საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) გენერალურ მდივანთან იანგ ტაე კიმთან ორმხრივი შეხვედრები გამართა
იმედინიუსი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) აღმასრულებელ მდივან ტატიანა მოლჩანთან და საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) გენერალურ მდივანთან იანგ ტაე კიმთან ორმხრივი შეხვედრები გამართა, - ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრები გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში გაიმართა.

„UNECE - ის აღმასრულებელ მდივან ტატიანა მოლჩანთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს მონაწილეობა UNECE - ის პროექტებსა და ინიციატივებში, მათ შორის, ტრანსპორტის, ენერგოეფექტურობის, მწვანე ეკონომიკის და სხვა მიმართულებით.

ქართულმა მხარემ გაეროს ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივანს საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით მიმდინარე პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელთა განხორციელების შემდეგაც საქართველო შეძლებს, გაზარდოს თავისი ფუნქცია რეგიონული დაკავშირებადობის კუთხით და ხელი შეუწყოს შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდას. ასეთ პროექტებს შორის დასახელდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, რკინიგზის მოდერნიზაციის, აღმოსავლეთ - დასავლეთის მაგისტრალის, თბილისის ახალი აეროპორტის პროექტები.

საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) გენერალურ მდივანთან, იანგ ტაე კიმთან შეხვედრაზე კი აქცენტი სატრანსპორტო სისტემის გაციფრულების მნიშვნელობაზე გაკეთდა. ხაზი გაესვა, რომ საქართველო აღნიშნულ პროცესს განიხილავს როგორც მნიშვნელოვან ნაბიჯს საერთაშორისო სატრანსპორტო პროცედურების მოდერნიზაციისა და გამარტივების მიმართულებით. აღინიშნა, რომ ქვეყანა ასევე მტკიცედ უჭერს მხარს ორმხრივი საავტომობილო ტრანსპორტის ნებართვების გაციფრულებას.

შეხვედრებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე დაესწრო“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობომარიამ ქვრივიშვილმა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელ მდივანთან და საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის გენერალურ მდივანთან ორმხრივი შეხვედრები გამართა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„UNECE - ის აღმასრულებელ მდივან ტატიანა მოლჩანთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს მონაწილეობა UNECE - ის პროექტებსა და ინიციატივებში, მათ შორის, ტრანსპორტის, ენერგოეფექტურობის, მწვანე ეკონომიკის და სხვა მიმართულებით. ქართულმა მხარემ გაეროს ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივანს საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით მიმდინარე პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელთა განხორციელების შემდეგაც საქართველო შეძლებს, გაზარდოს თავისი ფუნქცია რეგიონული დაკავშირებადობის კუთხით და ხელი შეუწყოს შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდას. ასეთ პროექტებს შორის დასახელდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, რკინიგზის მოდერნიზაციის, აღმოსავლეთ - დასავლეთის მაგისტრალის, თბილისის ახალი აეროპორტის პროექტები. საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) გენერალურ მდივანთან, იანგ ტაე კიმთან შეხვედრაზე კი აქცენტი სატრანსპორტო სისტემის გაციფრულების მნიშვნელობაზე გაკეთდა. ხაზი გაესვა, რომ საქართველო აღნიშნულ პროცესს განიხილავს როგორც მნიშვნელოვან ნაბიჯს საერთაშორისო სატრანსპორტო პროცედურების მოდერნიზაციისა და გამარტივების მიმართულებით. აღინიშნა, რომ ქვეყანა ასევე მტკიცედ უჭერს მხარს ორმხრივი საავტომობილო ტრანსპორტის ნებართვების გაციფრულებას. შეხვედრებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე დაესწრო“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შუა დერეფნის წარმატება დამოკიდებულია კოორდინირებულ ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებზე, სინქრონიზებულ ოპერაციებსა და გამარტივებულ სასაზღვრო პროცედურებზე მონაწილე ქვეყნებში - მარიამ ქვრივიშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები