პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თორნიკე ჭეიშვილი: დამხობა გულისხმობს შემთხვევას, როდესაც დემოკრატიული გზით მოსული ძალა ცდილობს, შეარყიოს კონსტიტუციური საფუძვლები. კონსტიტუციური წყობილების ერთ-ერთ კომპონენტთან მაინც რომ მოდიოდეს წინააღმდეგობაში - უნდა შეფასდეს, როგორც დამხობის მცდელობა

საკონსტიტუციო სასამართლო

თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, დემოკრატიულად მოსული ხელისუფლების მიერ კონსტიტუციური წყობილების თუნდაც ერთ კომპონენტთან დაპირისპირება დამხობის მცდელობად უნდა შეფასდეს.

თორნიკე ჭეიშვილი: დამხობა გულისხმობს შემთხვევას, როდესაც დემოკრატიული გზით მოსული ძალა ცდილობს, შეარყიოს კონსტიტუციური საფუძვლები. კონსტიტუციური წყობილების ერთ-ერთ კომპონენტთან მაინც რომ მოდიოდეს წინააღმდეგობაში - უნდა შეფასდეს, როგორც დამხობის მცდელობა
რუსთავი 2

დამხობა თავისი არსით გულისხმობს მათ შორის, იმ შემთხვევას, როდესაც დემოკრატიული გზით მოსული სახელისუფლებო ძალა ცდილობს იმას, რომ შეარყიოს კონსტიტუციური მოწყობის საფუძვლები, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, მოსამართლე ევა გოცირიძის კითხვის საპასუხოდ, როდესაც მან ტერმინების "დამხობა" და "ძალადობით შეცვლა" განმარტება სთხოვა.

ჭეიშვილის თქმით, რაც შეეხება ძალადობით შეცვლას, მასში შესაძლოა ჩართული იყოს გარე აქტორიც, რომელიც ქვეყანაში ინტერვენციასა და არსებული კონსტიტუციური წესრიგის დამხობას ცდილობს.

"ის უპირისპირდება კონსტიტუციურ სამართლებრივ წესრიგს და ამის მაგალითია ის, რაზეც ვსაუბრობთ 2003 წლიდან მოყოლებული 2012 წლამდე კონტექსტში. კონსტიტუციური წყობილების ერთ-ერთ კომპონენტთან მაინც რომ მოდიოდეს წინააღმდეგობაში, მაგალითად, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან და მათ შორის, იმ კომპონენტთან, რომელიც არის ადამიანის ძირითადი უფლებები, რასაკვირველია უკვე უნდა შეფასდეს, როგორც დამხობის მცდელობა და დამხობის მიზანი.

როდესაც საუბარია ძალადობით შეცვლაზე, ძალადობა ფართო გაგებით უნდა იქნას განმარტებული. ეს ფიზიკურ კონტექსტსაც ატარებს და სხვა მხრივ. ანუ ძალადობრივი ხასიათის ქმედებები შეიძლება იყოს გამორიცხული ამ ჩანაწერიდან გამომდინარე, არა მარტო ფიზიკურ ძალადობაზეა საუბარი და შეცვლა- აქ ის უნდა დავინახოთ, რომ არა საკუთრივ სახელისუფლებო ძალა, არამედ მათ შორის, გარე აქტორი ცდილობს ამაში ინტერვენციას და შესაბამისი კონსტიტუციური წესრიგის დამხობას“,-განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დამხობა“
ევა გოცირიძე
„ძალადობით შეცვლა“
ევა გოცირიძე
„ის უპირისპირდება კონსტიტუციურ სამართლებრივ წესრიგს და ამის მაგალითია ის, რაზეც ვსაუბრობთ 2003 წლიდან მოყოლებული 2012 წლამდე კონტექსტში. კონსტიტუციური წყობილების ერთ-ერთ კომპონენტთან მაინც რომ მოდიოდეს წინააღმდეგობაში, მაგალითად, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან და მათ შორის, იმ კომპონენტთან, რომელიც არის ადამიანის ძირითადი უფლებები, რასაკვირველია უკვე უნდა შეფასდეს, როგორც დამხობის მცდელობა და დამხობის მიზანი. როდესაც საუბარია ძალადობით შეცვლაზე, ძალადობა ფართო გაგებით უნდა იქნას განმარტებული. ეს ფიზიკურ კონტექსტსაც ატარებს და სხვა მხრივ. ანუ ძალადობრივი ხასიათის ქმედებები შეიძლება იყოს გამორიცხული ამ ჩანაწერიდან გამომდინარე, არა მარტო ფიზიკურ ძალადობაზეა საუბარი და შეცვლა- აქ ის უნდა დავინახოთ, რომ არა საკუთრივ სახელისუფლებო ძალა, არამედ მათ შორის, გარე აქტორი ცდილობს ამაში ინტერვენციას და შესაბამისი კონსტიტუციური წესრიგის დამხობას“
თორნიკე ჭეიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თორნიკე ჭეიშვილი: ის, რომ კოლექტიური "ნაცმოძრაობა" და მის ერთიან ორგანიზმში შემავალი ე.წ. პარტიები გამოირჩევიან კონსტიტუციური ორგანოების მიმართ არასერიოზული და დამაკნინებელი დამოკიდებულებით, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა საკონსტიტუციო სასამართლოს კონტექსტშიცწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები