ბსუ-ს სტუდენტ ბიჭს მინიმუმ 4 გოგო სექსუალურ შევიწროებაში სდებს ბრალს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრ სტუდენტ ბიჭს მინიმუმ 4 გოგო, მათ შორის არასრულწლოვანი, სექსუალურ შევიწროებაში სდებს ბრალს. იურისტ ანა თავხელიძის თქმით, ქმედება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და გამოძიების დაწყების საფუძველია, ბსუ კი აცხადებს, რომ ფაქტზე რეაგირებას მოახდენს.

„გოგოებო უფრთხილდით, ეს არის სექს მანიაკი, თუ მასთან არ დაიწყებთ ურთიერთობას, ყველას აშანტაჟებს და ემუქრება საგნების შეტენვით!“ – ამ შინაარსის პოსტი გამოქვეყნდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო ჯგუფში 2026 წლის 7 ნოემბერს.
პოსტი, რომელიც ავტორმა ანონიმურად დაწერა, მალევე წაიშალა, თუმცა ანონიმურმა ავტორმა ის კიდევ ორჯერ გამოაქვეყნა.
პოსტს თან ახლდა სქრინი, ბსუ-ს ერთ-ერთი სტუდენტის ფეისბუქ პროფილიდან. ანონიმი ავტორის მტკიცებით, პირი, რომელიც სქრინზე ჩანდა, ბსუ-ს სტუდენტ გოგოებს სექსუალურად ავიწროებდა.

სქრინი ბსუ-ს სტუდენტური საჯარო ჯგუფიდან
ანონიმური პოსტის გამოქვეყნებიდან მალევე ბსუს-ს საჯარო ჯგუფში ათობით პოსტი დაიწერა, დაიდო სქრინები პირადი მიმოწერიდან. ბსუ-ს რამდენიმე სტუდენტი გოგო ბსუ-ს სტუდენტ ბიჭს სექსუალურ შევიწროებაში, უხამს ქცევაში და საკუთარი გავლენის გოგონების წინააღმდეგ ბოროტად გამოყენებაში სდებდა ბრალს.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტუდენტი, რომელიც სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს, იყო სტუდენტური თვითმმართველობის წევრი, ასევე იყო დაახლოებული ლექტორებთან და პირად კომუნიკაციაში თავს პარტია „ქართული ოცნების“ წევრად წარადგენდა.
„ბათუმელები“ შეხვდა და ესაუბრა მინიმუმ 3 სტუდენტ და ერთ არასრულწლოვან გოგოს, რომლებიც ამბობენ, რომ ბსუ-ს სტუდენტი ბიჭი მათ სექსუალურად ავიწროებდა.
გოგოებმა სრული კონფიდენციალურობა ითხოვეს, რასაც “ბათუმელები” მკაცრად იცავს. გთავაზობთ მათ მონათხრობს:
17 წლის გოგოს ამბავი
„ბსუ-ს სტუდენტი ბიჭი, რომელსაც ახლა გოგოები სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ, გავიცანი 2 წლის წინ, როცა ვიყავი 15 წლის, ერთ-ერთ ინტერნეტ აპლიკაციაში. შემდეგ ურთიერთობა გავაგრძელეთ ინსტაგრამზე.
რეალური ანგარიში იყო, სახელი, გვარი და ფოტოები ჩანდა. იმ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, რაც ურთიერთობა გვქონდა, ფიზიკურად შევხვდით 3-ჯერ.
თავიდან ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო. გავიცანით ერთმანეთი – მისი თქმით, მოვეწონე და დაიწყო მიმოწერა ჩვენს შორის.
თავიდან ეს მიმოწერა ჩვეულებრივ მეგობრული იყო, შემდეგ კი დაიწყო ვიდეოების გამოგზავნა – ამ ვიდეოებში ჩანდა თავად, შიშველი. ჩემი მხრიდანაც ითხოვდა მსგავსი შინაარსის ვიდეოების გაგზავნას. მაძალებდა, სულ მაძალებდა. მომიწია გამეკეთებინა ის, რაც მას უნდოდა, ჩემდაუნებურად.
იმდენად ახლოს ვიყავით, მე ასე მეგონა, რომ ახლოს ვიყავით, ჩემზე მოქმედებდა ძალიან და იმდენად ბევრჯერ მთხოვდა ვიდეოს გაგზავნას, გადავწყვიტე გამეკეთებინა.
მაგრამ რა ვიდეოც ჩავუგდე, იმით არ დაკმაყოფილდა და სხვა რაღაცებიც უნდოდა, მაგრამ არ გამოუვიდა ჩემთან. შემდეგ გავაგრძელეთ ურთიერთობა. რამდენჯერმე მითხრა, რომ უნდოდა ჩემთან სექსუალური ურთიერთობის დამყარება, მაგრამ როდესაც უარს ვეუბნებოდი, ყოველთვის არ ჩერდებოდა და გეგმებს აწყობდა.
ჩემგან ნუდების – შიშველი ფოტოების გაგზავნას ითხოვდა, მე არ ვუგზავნიდი, მაგრამ თავად მაინც არ ჩერდებოდა. 15-20 ვიდეო მაინც ექნება გამოგზავნილი. ვეუბნებოდი, რომ ეს არ გაეკეთებინა, მაგრამ მაინც გზავნიდა,“ – უყვება „ბათუმელებს“ 17 წლის გოგო.
„ბათუმელებმა“ გოგოს ჰკითხა, მისი შეფასებით, ამ ახალგაზრდა კაცის ქცევა მისდამი, თუ შეიცავდა იძულების ელემენტს.
„ზოგადად, მაგ ასაკში ეგ გააზრებული არ მქონდა და ვერ ვხვდებოდი მაგ ყველაფერს, მაგრამ დროდადრო როდესაც ვაკვირდებოდი, ვხვდებოდი რაშიც იყო საქმე, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი. დაახლოებით ნახევარი წლის წინ მივხვდი, რაც ხდებოდა.
რატომ გადავწყვიტე ახლა თქმა? – რადგან სხვებმა დაიწყეს ამაზე საუბარი, მეც ჩავთვალე სწორად, რომ ჩემი ამბავიც მომეყოლა. სხვას რომ ხმა არ ამოეღო, მე ამ ამბავს არავისთან არ გავაზიარებდი, რადგან იმის ძალა არ მექნებოდა, ამხელა ამბავი მე გამესაჯაროებინა.
ამ ბიჭმა ჩემზე ძალიან იმოქმედა ფსიქოლოგიურად. დაძალება, იმის შიშიც მქონდა, რომ რასაც მთხოვდა, თუ არ გავაკეთებდი, შეიძლება მიმატოვებდა. ხანდახან პასუხსაც არ მწერდა. წარმოიდგინეთ – 15-16 წლის ბავშვისთვის, ეგ ცოტა ისეთი თემაა.
მე მეგონა, რომ ის ჩემი შეყვარებული იყო, მაგრამ თვითონ რას ფიქრობდა არ ვიცი. მე მეგონა, რომ ერთად ვიყავით“.
სავარაუდო სექსუალური შევიწროების შესახებ პოსტები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქ ჯგუფში დაიდო.
სტუდენტი გოგოები ანონიმურად ჰყვებიან თავიანთ ისტორიებს.
ყველა ისტორიას აქვს ერთი საერთო ხაზი – შევიწროებაში დადანაშაულებული სტუდენტი ბიჭი ახლო ურთიერთობაში შედიოდა პირველ ან მეორე კურსელ გოგოებთან, ურთიერთობაში იყენებდა თავის სტატუსს, თავდაპირველად სთავაზობდა დახმარებას სხვადასხვა საკითხის მოგვარებაში, ამყარებდა მეგობრულ ურთიერთობას თითოეულ მათგანთან, მოგვიანებით კი ეს მეგობრული მიმოწერა სექსუალური შინაარსის მესიჯებით ან შეთავაზებებით მთავრდებოდა.
სტუდენტი გოგო – პირველი ისტორია
„კრასავიცა, ახლა ჩაგეხუტებოდი. არც გაცვია რამე ხო? რა იყო“, – ეს არის მიმოწერიდან ნაწყვეტი, რომლის შემდეგაც სტუდენტმა გოგომ სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ბიჭი სოციალური ქსელიდან დაბლოკა.
„ეს ბიჭი გავიცანი უნივერსიტეტში, სადაც იყო ერთ-ერთი ფაკულტეტის თავმჯდომარე. რაღაც შეხვედრაზე ვიყავით და იქ შევხვდით. ინსტაგრამზე დამამატა და პირველად რუსულად მომწერა „კაკაია კრასავიცა“. მე ეს მონაწერი მივიღე კომპლიმენტად.
შემდეგ უკვე სთორებზე მპასუხობდა, გულებს მიგზავნიდა. რაღაც ეტაპზე, როდესაც ნდობაში შემოვიდა, დაიწყო საზღვრების დარღვევა – მწერდა: „რა კარგი ტანი გაქვსო“, „მოტკეცილები ძალიან გიხდებაო“ და ა.შ.
ბოლო მესიჯი, რის შემდეგაც დავბლოკე, იყო ასეთი შინაარსის. რას შვრებიო? მეთქი ვწევარ. „ახლა ჩაგეხუტები, ალბათ არც არაფერი გაცვიაო“. მაგ მესიჯის მერე ჩავთვალე, რომ ეს იყო ჩემთვის მიუღებელი და დავბლოკე“, – უყვება „ბათუმელებს“ ერთ-ერთი გოგო, რომელიც ამბობს, რომ ბსუ-ს სტუდენტმა ბიჭმა მასთან ურთიერთობაში საზღვრები დაარღვია.

სქრინი, რომელიც “ბათუმელებს” სტუდენტმა გოგომ მოაწოდა. გოგო ამ მიმოწერის ფიგურანტია
სტუდენტი გოგოს თქმით, მანამ, სანამ დაბლოკავდა, როცა ბიჭს უნივერსიტეტში ხვდებოდა, ეს ბიჭი ყოველთვის სთავაზობდა დახმარებას და ახსენებდა, რომ თუკი რაიმე დასჭირდებოდა, შეეძლო მისი იმედი ჰქონოდა.
სტუდენტი გოგო ამბობს, რომ საკუთარი ისტორიის გაზიარება ერთადერთი მიზეზით გადაწყვიტა – მხარი დაეჭირა იმ გოგოებისთვის, ვინც ხმის ამოღება და სავარაუდო სექსუალური შევიწროების შესახებ საუბარი გადაწყვიტა.
სტუდენტი გოგო – მეორე ისტორია
„როდესაც პირველ კურსზე ვიყავი, რაღაც საკითხში დახმარება მჭირდებოდა. ეგ ბიჭი ბსუ-ში ცნობილია, როგორც პირი, რომელიც ყველასთან ახლოსაა და ყველას ეხმარება – ვგულისხმობ ლექტორებთან ურთიერთობას თუ ვინმე თანამდებობის პირთან.
მნიშვნელოვანი საკითხი მქონდა მოსაგვარებელი, რომლის მოგვარებაში დახმარებას დამპირდა და მომიგვარა კიდეც. როცა პირველ კურსზე ხარ, ახალი ხარ უნივერსიტეტში, ჯერ გარემოს ეგუები, კარგად არ იცი, ვინ რას წარმოადგენს. ამიტომ მეგონა, რომ ეს ბიჭი გულწრფელი დამხმარე იყო პირველკურსელების.
თავიდან თბილი კომუნიკაცია დაიწყო, ზედმეტი ყურადღების გამოჩენა. სთორებზე პასუხით – „უხ რა ეშხიანი ხარ, უხ, რა სასწაული ტანი გაქვს“ და მსგავსი კომენტარები. მეუბნებოდა ხოლმე – ბსუ-ში ყველაზე კარგი ფორმები გაქვს და ა.შ.“
ასე გაპარებდა – ნელ-ნელა რომ ცდილობს ადამიანი კომუნიკაციაში ჩაგითრიოს. მე ამაზე გავგიჟდი, ვეჩხუბე და მერე არაფერი აღარ მიმიწერია.
ერთ საღამოს როცა ყველაფერი ჩამოარაკრიკა, მომწერა ძალიან დიდი ტექსტები, სექსუალური შინაარსის ტექსტი იყო, რას როგორ გააკეთებდა. ოღონდ ეს იყო მისი ბინძური ფიქრები. მე პასუხი არ გავეცი, რადგან ძალიან შემრცხვა და თან მომერიდა ჩხუბიც, უკვე უხერხული იყო და წავშალე ეგ ადამიანი ყველაფრიდან.
ბევრი ადამიანი ჰყავს, ვინც ზურგს უმაგრებს. სულ ცდილობს, რომ ლექტორებთან ახლო ურთიერთობა ჰქონდეს, რომ მერე გამოიყენოს ისინი. მაგალითად, თუ გახსოვთ, ბსუ-ს ერთ-ერთმა ლექტორმა სტუდენტ გოგონას ხელი გაარტყა. ეს ბიჭი თავგამოდებით იცავდა ამ ლექტორს ყველგან.
არაერთგზის ჰქონდა ჩემთან მცდელობა დაეწყო სექსუალური ურთიერთობა. უკითხავს – აი, შენ არ გინდა ჩემთან რაღაც გააკეთო და მსგავსი რამეები. არ ვპასუხობდი, არც ვხვდებოდი.
თვითმმართველობის წევრია, მგონია, რომ ალბათ მაგან გადაარჩინა აქამდე, რადგან ბევრი კუთხით აქვს გავლენები“.
სამართლებრივი შეფასება
უფლებადამცველი, იურისტი ანა თავხელიძე, სექსუალური შევიწროებად აფასებს ბსუ-ს სტუდენტი გოგონების მონაყოლს.
„როცა სტუდენტური თვითმმართველობის წევრი თავის სტატუსს იყენებს სხვა სტუდენტების, მით უფრო არასრულწლოვნების ნდობის მოსაპოვებლად და შემდეგ მათ სექსუალურად შესავიწროებლად, ეს მხოლოდ კონკრეტული პირის ინდივიდუალური ქცევა არ არის.
თვითმმართველობა უნივერსიტეტის სისტემის ნაწილია და ეს სტატუსი სტუდენტს უნივერსიტეტისგან აქვს. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ ვსაუბრობთ სახელმწიფო უნივერსიტეტზე, რომელსაც ჩვენ ვაფინანსებთ.
ამიტომ, როცა სტატუსი შევიწროების/ძალადობის ინსტრუმენტად იქცევა, უნივერსიტეტის ინსტიტუციური პასუხისმგებლობა დგება.
აღწერილი ქმედება სულ მცირე სექსუალური შევიწროებაა, რომელიც გულისხმობს არასასურველ სექსუალური შინაარსის ქცევას.
ჩნდება კითხვები სექსუალურ ძალადობაზეც და ეს გამოძიების საგანი უნდა გახდეს. გავრცელებული ინფორმაცია საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ სამართალდამცავმა ორგანომ გამოძიება დაიწყოს, თუნდაც დაზარალებულებმა არ მიმართონ. დასადგენია, ხომ არ ყოფილა სექსუალური ხასიათის ქმედების იძულება.
თუ ქმედების ჩამდენი სრულწლოვანი იყო, ხოლო ადრესატი თექვსმეტ წლამდე, შესაძლოა საქმე გარყვნილ ქმედებასაც ეხებოდეს. გოგოებთან სისტემატური, არასასურველი კომუნიკაცია კი შეიძლება ადევნებადაც შეფასდეს. ეს ყველაფერი დანაშაულია. ქმედებების სწორი სამართლებრივი შეფასება მხოლოდ მიუკერძოებელი, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიების პირობებშია შესაძლებელი.
ეფექტიანი გამოძიებისგან დამოუკიდებლად არსებობს უნივერსიტეტის პასუხისმგებლობა, რომელიც ვალდებულია, სტუდენტებისთვის უსაფრთხო გარემო უზრუნველყოს. ეს ნიშნავს, რომ უნდა ჰქონდეს შევიწროებისგან დაცვის მექანიზმი და ზრუნავდეს ასეთი შემთხვევების პრევენციაზე. ახლა კი, როცა ეს ფაქტები საჯაროდ გახდა ცნობილი, დაუყოვნებლივ და ადეკვატურად უნდა მოახდინოს რეაგირება.
გოგოებს აქვთ უფლება, საჯაროდ ისაუბრონ განცდილ ძალადობასა და შევიწროებაზე. მათ ვურჩევ დაიწყონ სამართლებრივი ბრძოლა, ამით სხვა გოგოებსაც დაიცავენ. მნიშვნელოვანია, რომ მათი ვინაობა მკაცრად კონფიდენციალური დარჩეს. თუ მეორე მხარე მათ გასაჯაროებით დაემუქრება, უნდა იცოდნენ, რომ შეუძლიათ მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს,“ – განმარტავს ანა თავხელიძე.

ანა თავხელიძე
რა პოზიცია აქვს ბსუ-ს
„ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის სტუდენტთა უფლებების დაცვა და უსაფრთხო გარემოს შექმნა უმთავრესი პრიორიტეტია. უნივერსიტეტი თავისი კომპეტენციისა და კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, სათანადო რეაგირებას მოახდენს თითოეულ საკითხზე, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს სტუდენტთა უფლებების დარღვევას.
გუშინ, 2026 წლის 9 ნოემბერს, უნივერსიტეტში შემოვიდა ერთ-ერთი სტუდენტის წერილობითი მომართვა, რომელიც დადგენილი წესით დარეგისტრირდა ბსუ-ს კანცელარიაში. უნივერსიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდენს შესაბამის რეაგირებას.
ამ ეტაპზე უნივერსიტეტს არ აქვს ინფორმაცია, მიმართეს თუ არა სავარაუდო დაზარალებულებმა სამართალდამცავ ორგანოებს. ამასთან, წერილში არ არის მითითებული სავარაუდო დაზარალებულ პირთა ვინაობა, რის გამოც უნივერსიტეტს მათი იდენტიფიცირების და გამოვლენის შესაძლებლობა არ აქვს.
უნივერსიტეტი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება მსგავს საკითხებს და იმოქმედებს სტუდენტთა უფლებების, კონფიდენციალურობისა და კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით,“ – ნათქვამია ბსუ-ს მიერ „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ კომენტარში.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. შსს-ს ვკითხეთ, საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაზე სავარაუდო დანაშაულის შესახებ, ხომ არ დაუწყია გამოძიება.
შსს-სგან ამ საკითხზე განმარტება არ მიგვიღია. ამ ეტაპზე უცნობია დაიწყო თუ არა გამოძიება.
„ბათუმელები“ ასევე დაუკავშირდა საქმის ფიგურანტ სტუდენტ ბიჭს. მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მოგვიანებით WhatsApp-ის აპლიკაციით გავუგზავნეთ კითხვები. მან ეს კითხვებიც უპასუხოდ დატოვა.
და ბოლოს,
ფეისბუქ ჯგუფში, სადაც თავდაპირველად სავარაუდო სექსუალური შევიწროების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა, ათამდე გოგომ დაწერა საკუთარი გამოცდილების შესახებ. თუმცა „ბათუმელებმა“ ამ სტატიაში მხოლოდ ის ისტორიები მოიყვანა, რომელთა ფიგურანტებსაც პირადად შეხვდა და მათთან ინტერვიუ ჩაწერა.
თუ თქვენ ერთ-ერთი მათგანი ხართ, ვისაც მსგავსი ისტორია გაქვთ, გთხოვთ დაუკავშირდით რედაქციას. კონფიდენციალურობა სრულად იქნება დაცული.
ციტატები სტატიიდან
„გოგოებო უფრთხილდით, ეს არის სექს მანიაკი, თუ მასთან არ დაიწყებთ ურთიერთობას, ყველას აშანტაჟებს და ემუქრება საგნების შეტენვით!“
„ბსუ-ს სტუდენტი ბიჭი, რომელსაც ახლა გოგოები სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ, გავიცანი 2 წლის წინ, როცა ვიყავი 15 წლის, ერთ-ერთ ინტერნეტ აპლიკაციაში. შემდეგ ურთიერთობა გავაგრძელეთ ინსტაგრამზე. რეალური ანგარიში იყო, სახელი, გვარი და ფოტოები ჩანდა. იმ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, რაც ურთიერთობა გვქონდა, ფიზიკურად შევხვდით 3-ჯერ. თავიდან ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო. გავიცანით ერთმანეთი – მისი თქმით, მოვეწონე და დაიწყო მიმოწერა ჩვენს შორის. თავიდან ეს მიმოწერა ჩვეულებრივ მეგობრული იყო, შემდეგ კი დაიწყო ვიდეოების გამოგზავნა – ამ ვიდეოებში ჩანდა თავად, შიშველი. ჩემი მხრიდანაც ითხოვდა მსგავსი შინაარსის ვიდეოების გაგზავნას. მაძალებდა, სულ მაძალებდა. მომიწია გამეკეთებინა ის, რაც მას უნდოდა, ჩემდაუნებურად. იმდენად ახლოს ვიყავით, მე ასე მეგონა, რომ ახლოს ვიყავით, ჩემზე მოქმედებდა ძალიან და იმდენად ბევრჯერ მთხოვდა ვიდეოს გაგზავნას, გადავწყვიტე გამეკეთებინა. მაგრამ რა ვიდეოც ჩავუგდე, იმით არ დაკმაყოფილდა და სხვა რაღაცებიც უნდოდა, მაგრამ არ გამოუვიდა ჩემთან. შემდეგ გავაგრძელეთ ურთიერთობა. რამდენჯერმე მითხრა, რომ უნდოდა ჩემთან სექსუალური ურთიერთობის დამყარება, მაგრამ როდესაც უარს ვეუბნებოდი, ყოველთვის არ ჩერდებოდა და გეგმებს აწყობდა. ჩემგან ნუდების – შიშველი ფოტოების გაგზავნას ითხოვდა, მე არ ვუგზავნიდი, მაგრამ თავად მაინც არ ჩერდებოდა. 15-20 ვიდეო მაინც ექნება გამოგზავნილი. ვეუბნებოდი, რომ ეს არ გაეკეთებინა, მაგრამ მაინც გზავნიდა,“
„ზოგადად, მაგ ასაკში ეგ გააზრებული არ მქონდა და ვერ ვხვდებოდი მაგ ყველაფერს, მაგრამ დროდადრო როდესაც ვაკვირდებოდი, ვხვდებოდი რაშიც იყო საქმე, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი. დაახლოებით ნახევარი წლის წინ მივხვდი, რაც ხდებოდა. რატომ გადავწყვიტე ახლა თქმა? – რადგან სხვებმა დაიწყეს ამაზე საუბარი, მეც ჩავთვალე სწორად, რომ ჩემი ამბავიც მომეყოლა. სხვას რომ ხმა არ ამოეღო, მე ამ ამბავს არავისთან არ გავაზიარებდი, რადგან იმის ძალა არ მექნებოდა, ამხელა ამბავი მე გამესაჯაროებინა. ამ ბიჭმა ჩემზე ძალიან იმოქმედა ფსიქოლოგიურად. დაძალება, იმის შიშიც მქონდა, რომ რასაც მთხოვდა, თუ არ გავაკეთებდი, შეიძლება მიმატოვებდა. ხანდახან პასუხსაც არ მწერდა. წარმოიდგინეთ – 15-16 წლის ბავშვისთვის, ეგ ცოტა ისეთი თემაა. მე მეგონა, რომ ის ჩემი შეყვარებული იყო, მაგრამ თვითონ რას ფიქრობდა არ ვიცი. მე მეგონა, რომ ერთად ვიყავით“
„კრასავიცა, ახლა ჩაგეხუტებოდი. არც გაცვია რამე ხო? რა იყო“
„ეს ბიჭი გავიცანი უნივერსიტეტში, სადაც იყო ერთ-ერთი ფაკულტეტის თავმჯდომარე. რაღაც შეხვედრაზე ვიყავით და იქ შევხვდით. ინსტაგრამზე დამამატა და პირველად რუსულად მომწერა „კაკაია კრასავიცა“. მე ეს მონაწერი მივიღე კომპლიმენტად. შემდეგ უკვე სთორებზე მპასუხობდა, გულებს მიგზავნიდა. რაღაც ეტაპზე, როდესაც ნდობაში შემოვიდა, დაიწყო საზღვრების დარღვევა – მწერდა: „რა კარგი ტანი გაქვსო“, „მოტკეცილები ძალიან გიხდებაო“ და ა.შ. ბოლო მესიჯი, რის შემდეგაც დავბლოკე, იყო ასეთი შინაარსის. რას შვრებიო? მეთქი ვწევარ. „ახლა ჩაგეხუტები, ალბათ არც არაფერი გაცვიაო“. მაგ მესიჯის მერე ჩავთვალე, რომ ეს იყო ჩემთვის მიუღებელი და დავბლოკე“
„როდესაც პირველ კურსზე ვიყავი, რაღაც საკითხში დახმარება მჭირდებოდა. ეგ ბიჭი ბსუ-ში ცნობილია, როგორც პირი, რომელიც ყველასთან ახლოსაა და ყველას ეხმარება – ვგულისხმობ ლექტორებთან ურთიერთობას თუ ვინმე თანამდებობის პირთან. მნიშვნელოვანი საკითხი მქონდა მოსაგვარებელი, რომლის მოგვარებაში დახმარებას დამპირდა და მომიგვარა კიდეც. როცა პირველ კურსზე ხარ, ახალი ხარ უნივერსიტეტში, ჯერ გარემოს ეგუები, კარგად არ იცი, ვინ რას წარმოადგენს. ამიტომ მეგონა, რომ ეს ბიჭი გულწრფელი დამხმარე იყო პირველკურსელების. თავიდან თბილი კომუნიკაცია დაიწყო, ზედმეტი ყურადღების გამოჩენა. სთორებზე პასუხით – „უხ რა ეშხიანი ხარ, უხ, რა სასწაული ტანი გაქვს“ და მსგავსი კომენტარები. მეუბნებოდა ხოლმე – ბსუ-ში ყველაზე კარგი ფორმები გაქვს და ა.შ.“ ასე გაპარებდა – ნელ-ნელა რომ ცდილობს ადამიანი კომუნიკაციაში ჩაგითრიოს. მე ამაზე გავგიჟდი, ვეჩხუბე და მერე არაფერი აღარ მიმიწერია. ერთ საღამოს როცა ყველაფერი ჩამოარაკრიკა, მომწერა ძალიან დიდი ტექსტები, სექსუალური შინაარსის ტექსტი იყო, რას როგორ გააკეთებდა. ოღონდ ეს იყო მისი ბინძური ფიქრები. მე პასუხი არ გავეცი, რადგან ძალიან შემრცხვა და თან მომერიდა ჩხუბიც, უკვე უხერხული იყო და წავშალე ეგ ადამიანი ყველაფრიდან. ბევრი ადამიანი ჰყავს, ვინც ზურგს უმაგრებს. სულ ცდილობს, რომ ლექტორებთან ახლო ურთიერთობა ჰქონდეს, რომ მერე გამოიყენოს ისინი. მაგალითად, თუ გახსოვთ, ბსუ-ს ერთ-ერთმა ლექტორმა სტუდენტ გოგონას ხელი გაარტყა. ეს ბიჭი თავგამოდებით იცავდა ამ ლექტორს ყველგან. არაერთგზის ჰქონდა ჩემთან მცდელობა დაეწყო სექსუალური ურთიერთობა. უკითხავს – აი, შენ არ გინდა ჩემთან რაღაც გააკეთო და მსგავსი რამეები. არ ვპასუხობდი, არც ვხვდებოდი. თვითმმართველობის წევრია, მგონია, რომ ალბათ მაგან გადაარჩინა აქამდე, რადგან ბევრი კუთხით აქვს გავლენები“
„როცა სტუდენტური თვითმმართველობის წევრი თავის სტატუსს იყენებს სხვა სტუდენტების, მით უფრო არასრულწლოვნების ნდობის მოსაპოვებლად და შემდეგ მათ სექსუალურად შესავიწროებლად, ეს მხოლოდ კონკრეტული პირის ინდივიდუალური ქცევა არ არის. თვითმმართველობა უნივერსიტეტის სისტემის ნაწილია და ეს სტატუსი სტუდენტს უნივერსიტეტისგან აქვს. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ ვსაუბრობთ სახელმწიფო უნივერსიტეტზე, რომელსაც ჩვენ ვაფინანსებთ. ამიტომ, როცა სტატუსი შევიწროების/ძალადობის ინსტრუმენტად იქცევა, უნივერსიტეტის ინსტიტუციური პასუხისმგებლობა დგება. აღწერილი ქმედება სულ მცირე სექსუალური შევიწროებაა, რომელიც გულისხმობს არასასურველ სექსუალური შინაარსის ქცევას. ჩნდება კითხვები სექსუალურ ძალადობაზეც და ეს გამოძიების საგანი უნდა გახდეს. გავრცელებული ინფორმაცია საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ სამართალდამცავმა ორგანომ გამოძიება დაიწყოს, თუნდაც დაზარალებულებმა არ მიმართონ. დასადგენია, ხომ არ ყოფილა სექსუალური ხასიათის ქმედების იძულება. თუ ქმედების ჩამდენი სრულწლოვანი იყო, ხოლო ადრესატი თექვსმეტ წლამდე, შესაძლოა საქმე გარყვნილ ქმედებასაც ეხებოდეს. გოგოებთან სისტემატური, არასასურველი კომუნიკაცია კი შეიძლება ადევნებადაც შეფასდეს. ეს ყველაფერი დანაშაულია. ქმედებების სწორი სამართლებრივი შეფასება მხოლოდ მიუკერძოებელი, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიების პირობებშია შესაძლებელი. ეფექტიანი გამოძიებისგან დამოუკიდებლად არსებობს უნივერსიტეტის პასუხისმგებლობა, რომელიც ვალდებულია, სტუდენტებისთვის უსაფრთხო გარემო უზრუნველყოს. ეს ნიშნავს, რომ უნდა ჰქონდეს შევიწროებისგან დაცვის მექანიზმი და ზრუნავდეს ასეთი შემთხვევების პრევენციაზე. ახლა კი, როცა ეს ფაქტები საჯაროდ გახდა ცნობილი, დაუყოვნებლივ და ადეკვატურად უნდა მოახდინოს რეაგირება. გოგოებს აქვთ უფლება, საჯაროდ ისაუბრონ განცდილ ძალადობასა და შევიწროებაზე. მათ ვურჩევ დაიწყონ სამართლებრივი ბრძოლა, ამით სხვა გოგოებსაც დაიცავენ. მნიშვნელოვანია, რომ მათი ვინაობა მკაცრად კონფიდენციალური დარჩეს. თუ მეორე მხარე მათ გასაჯაროებით დაემუქრება, უნდა იცოდნენ, რომ შეუძლიათ მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს,“
„ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის სტუდენტთა უფლებების დაცვა და უსაფრთხო გარემოს შექმნა უმთავრესი პრიორიტეტია. უნივერსიტეტი თავისი კომპეტენციისა და კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, სათანადო რეაგირებას მოახდენს თითოეულ საკითხზე, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს სტუდენტთა უფლებების დარღვევას. გუშინ, 2026 წლის 9 ნოემბერს, უნივერსიტეტში შემოვიდა ერთ-ერთი სტუდენტის წერილობითი მომართვა, რომელიც დადგენილი წესით დარეგისტრირდა ბსუ-ს კანცელარიაში. უნივერსიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდენს შესაბამის რეაგირებას. ამ ეტაპზე უნივერსიტეტს არ აქვს ინფორმაცია, მიმართეს თუ არა სავარაუდო დაზარალებულებმა სამართალდამცავ ორგანოებს. ამასთან, წერილში არ არის მითითებული სავარაუდო დაზარალებულ პირთა ვინაობა, რის გამოც უნივერსიტეტს მათი იდენტიფიცირების და გამოვლენის შესაძლებლობა არ აქვს. უნივერსიტეტი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება მსგავს საკითხებს და იმოქმედებს სტუდენტთა უფლებების, კონფიდენციალურობისა და კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…