პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნიკა გვარამია 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებულ სარჩელზე - გადაწყვეტილება მიღებულია, ახლა ამ ყველაფრის შელამაზება, მიცვალებულის გაპატიოსნება ხდება

კოალიცია ცვლილებისთვისსაკონსტიტუციო სასამართლოლელოქართული ოცნება

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და პროცესს „მიცვალებულის გაპატიოსნებას“ უწოდებს.

ნიკა გვარამია 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებულ სარჩელზე - გადაწყვეტილება მიღებულია, ახლა ამ ყველაფრის შელამაზება, მიცვალებულის გაპატიოსნება ხდება
ინტერპრესნიუსი

გადაწყვეტილება მიღებულია, ახლა უბრალოდ ამ ყველაფრის შელამაზება, მიცვალებულის გაპატიოსნება ხდება , - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ,მა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ნიკა გვარამიას განცხადებით, მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპის ჩატარების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რაც „აბსოლუტურად წარმოუდგენელი ამბავია და არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს“

„ძალიან პრობლემატურია, რაც მოხდა მტკიცებულებებთან დაკავშირებით. არ ვიცი, სასამართლო როგორ აპირებს ამ მდგომარეობიდან გამოსვლას, არც მეტი არც ნაკლები, მთელი სტადია სასამართლო განხილვისა, არის ამოღებული. აბსოლუტურად წარმოუდგენელი ამბავია, არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა საპროცესო სამართლიანობა ჩვენს საწინააღმდეგოდ მოქმედებს, ბევრ რამეში დაგვტოვა უუფლებოდ სასამართლომ, მათ შორის მოწმეებში, მათ შორის მტკიცებულებები გამოთხოვაში. ეს მართლა ყველაფერს აჭარბებს, მთელი სტადია ერთიანადაა ამოღებული“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, "ლელო-ძლიერი საქართველო“, საკონსტიტუციო სასამართლოში, ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვის პროცესში მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპის ჩატარებას ითხოვდა.

შესაბამისი შუამდგომლობა მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა, ლევან სამუშიამ დააყენა, თუმცა მას სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც დაეთანხმნენ.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ შუამდგომლობა, სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევის შესახებ, მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ძალიან პრობლემატურია, რაც მოხდა მტკიცებულებებთან დაკავშირებით. არ ვიცი, სასამართლო როგორ აპირებს ამ მდგომარეობიდან გამოსვლას, არც მეტი არც ნაკლები, მთელი სტადია სასამართლო განხილვისა, არის ამოღებული. აბსოლუტურად წარმოუდგენელი ამბავია, არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა საპროცესო სამართლიანობა ჩვენს საწინააღმდეგოდ მოქმედებს, ბევრ რამეში დაგვტოვა უუფლებოდ სასამართლომ, მათ შორის მოწმეებში, მათ შორის მტკიცებულებები გამოთხოვაში. ეს მართლა ყველაფერს აჭარბებს, მთელი სტადია ერთიანადაა ამოღებული“
ნიკა გვარამია
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნიკა გვარამია რევაზ ნადარაიას - ასე ცალმხრივად პროცესის ჩატარება არ გამოვა! - თქვენი აცილების შუამდგომლობას დავაყენებ, რანაირად მელაპარაკებით, როდის გადაწყვიტეთ, რომ ასე საუბრის უფლება გაქვთ?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები