პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

,, რატომ უნდა იყოს ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დახურული. რა არის აქ საიდუმლო?” – ირმა ინაშვილი

საქართველოს პროკურატურა

ირმა ინაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესების დახურვას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მართლმსაჯულებასა და პროკურატურას „კობახიძის ჯგუფი“ აკონტროლებს.

,, რატომ უნდა იყოს ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დახურული. რა არის აქ საიდუმლო?” – ირმა ინაშვილი
ალია

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო სხდომების დახურვაზე:

,,სრულიად გაუგებარია, რატომ უნდა იყოს ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დახურული. რა არის აქ საიდუმლო, წყალქვეშა ნავს ეხება საქმე თუ ბალისტიკურ რაკეტას. არსებობს საზოგადოების მაღალი ინტერესი, ამ საქმის მიმართ და ამ ტენდენციას საფუძველი ჩაეყარა კობახიძის მმართველობისას, ეს უნდა დავინახოთ ჩვენ. ეს ტენდენცია გვახსენებს გასული საუკუნის, 30-იანი წლების დიდი ტერორის ეპოქას, როცა ადამიანებს ისე ასამართლებდნენ, არ აძლევდნენ სიტყვის თქმის უფლებას. ღარიბაშვილი საუბრობს ბოლო წერილში ჩრდილოვან მართლმსაჯულებაზე, ალბათ თავად უნდა ბრძანოს, ვის გულისხმობს ამაში. მე კი ვიტყვი, რომ ეს ის ხალხია, ვისაც დღეს აქვს ძალაუფლების ბერკეტი ხელში, ანუ კობახიძის ჯგუფი, რომელიც, მე არ მჯერა, რომ არ აკონტროლებს ან პროკურატურის, ან სასამართლოს საქმიანობას, მეტიც, ამ მოსამართლეებზე ბრძანებდა კობახიძე, ცუდები იყვნენ და ახლა კარგები გახდნენო და ეს მოსამართლეები უვადოდ განამწესეს სასამართლო სისტემაში. ამიტომ, სურათი ცხადი და ძალიან ნათელია”

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ჩემი პროცესის დახურვა „ჩრდილოვანი მართლმსაჯულების“ მკაფიო მაგალითია - ღარიბაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები