პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პრემიერ-მინისტრი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, აბებე ადუგნას შეხვდა

საქართველოს მთავრობა

ირაკლი კობახიძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, აბებე ადუგნას შეხვდა. მხარეებმა განიხილეს მიმდინარე თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ბანკის მხარდაჭერით 1.3 მილიარდი დოლარის 10 პროექტი ხორციელდება.

პრემიერ-მინისტრი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, აბებე ადუგნას შეხვდა
იმედინიუსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს კეთილდღეობის საკითხებში, აბებე ადუგნას შეხვდა.

საუბარი შეეხო საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის მრავალწლიან ნაყოფიერ პარტნიორობას, რომელმაც ხელი შეუწყო ქვეყანაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას.

ხაზი გაესვა მსოფლიო ბანკის ანალიტიკური კვლევების მნიშვნელობას მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და შრომის ბაზრის განვითარების მიმართულებით. ყურადღება დაეთმო ბანკის ჩართულობას საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის, მათ შორის, საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, განათლების, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროების განვითარებაში.

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ამ ეტაპზე, საქართველოში დაახლოებით 1.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების 10 პროექტი ხორციელდება.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერ-მინისტრი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, აბებე ადუგნას შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლაშა ხუციშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს კეთილდღეობის საკითხებში, აბებე ადუგნას, სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისსა და ბანკის დელეგაციის წევრებს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები