პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გარდაიცვალა 75 წლის პენსიონერი, რომელიც პროტესტს მარტვილიდან მარტო უერთდებოდა

მარტვილში 75 წლის აქტივისტი მზია გაბეშია გარდაიცვალა, რომელიც ანტისამთავრობო აქციებს ადგილობრივი მერიის წინ მარტო უერთდებოდა.

გარდაიცვალა 75 წლის პენსიონერი, რომელიც პროტესტს მარტვილიდან მარტო უერთდებოდა
ბათუმელები

დღეს, 10 ნოემბერს, გარდაიცვალა 75 წლის მზია გაბეშია, მარტვილელი აქტივისტი ქალი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს მარტვილიდან უერთდებოდა ყოველ დღე, სანამ ჯანმრთელობა აძლევდა ამის საშუალებას.

„თავისუფლება მზიას“, „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“, „არა, ძალადობრივ რეჟიმს“, „წადი“, – ამ პლაკატებით გამოხატავდა ის თავის სათქმელს აქციაზე.

მზია გაბეშია „ბათუმელებს“ უყვებოდა, რომ 24 წელი იმუშავა საავადმყოფოში ექთნად. როცა მისმა შვილმა თბილისში სწავლა დაიწყო, თავადაც იქ გადავიდა საცხოვრებლად, შემდეგ კი ისევ მარტვილში დაბრუნდა.

„ყველანაირ ამინდში იქ ვდგავარ, ვაპროტესტებ. მზიას და ყველა პატიმრის გათავისუფლებას ვითხოვ. სამართლიანობა მინდა“- უთხრა მან „ბათუმელებს“ 2025 წელს.

იგი თავად ამზადებდა ხელნაწერ ტრანსპარანტებს და ისე გადიოდა აქციაზე მარტვილის მერიასთან იმის დასტურად, რომ პროტესტის ხმა ისმის მარტვილშიც.

ამ თემაზე:

„მზიას და ყველა პატიმრის თავისუფლებას ვითხოვ“ – ერთი ქალის პროტესტი მარტვილში

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ყველანაირ ამინდში იქ ვდგავარ, ვაპროტესტებ. მზიას და ყველა პატიმრის გათავისუფლებას ვითხოვ. სამართლიანობა მინდა“
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პრემიერ-მინისტრი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, აბებე ადუგნას შეხვდაწაიკითხე

უახლესი ამბები