პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ფეიქრიშვილის პროცესი გაიმართა - ბრალდებული კვლავ პატიმრობაში რჩება

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურ ძალადობასა და გამოძალვაში ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილს პატიმრობა ძალაში დაუტოვა. პროკურორ გოგა კაკოჩაშვილის თქმით, ბრალდების ვერსიას დაზარალებულისა და ათეულობით მოწმის ჩვენებები, ასევე ვიდეოჩანაწერები ამყარებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ფეიქრიშვილის პროცესი გაიმართა - ბრალდებული კვლავ პატიმრობაში რჩება
რუსთავი 2

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ფეიქრიშვილის პროცესი გაიმართა. გადაისინჯა და ძალაში დარჩა აღკვეთის ღონისძიება. ბრალდებული კვლავ პატიმრობაში რჩება.

ადვოკატმა განაცხადა, რომ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი არ არსებობდა, რადგან დაცვის მხარეს სასამართლოსთვის ახალი არსებითი გარემოება არ წარუდგენია,

"აღკვეთის ღონისძიების შეცვლას აუცილებლად სჭირდება ახალი არსებითი გარემოება. სხვა შემთხვევაში, ახლა მოსამართლეს თავს მასხრად ვერ ავაგდებინებთ, რომ კოდექსი არ იცისო. არ გვქონდა ახალი არსებითი გარემოება და თავისთავად გვინდა-არ გვინდა, დავეთანხმეთ", - აცხადებს ადვოკატი იოსებ ხარაიშვილი.

საქმის პროკურორის განცხადებით, სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ დასაბუთებული საფრთხეები, ხოლო საქმეში არსებობს დაზარალებულის ჩვენება, ვიდეოჩანაწერები და მოწმეების ჩვენებები, რომლებიც ბრალდების ვერსიას ადასტურებს.

"სასამართლომ გაიზიარა კვლავ ის საფრთხეები, რაც აღკვეთის ღონისძიების სხდომაზე იქნა ბრალდების მხარის მიერ დასაბუთებული და გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება დატოვა ძალაში. მოცემულ საქმეზე, ჩატარებულია კომპლექსური საპროცესო-საგამოძიებო მოქმედებები, მოპოვებულია დაზარალებულის ჩვენება, რომელიც გამყარებულია ასევე საქმეზე მოპოვებული ვიდეოჩანაწერებით, რაც სრულ თანხვედრაშია დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციასთან. ასევე, გამოკითხულია ათეულობით მოწმე, რომლებიც ადასტურებენ ამ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც დაზარალებულმა განაცხადა საგამოძიებო ორგანოში", - აცხადებს პროკურორი გოგა კაკოჩაშვილი.

ფეიქრიშვილი ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით არის დაკავებული. გამოძიების ინფორმაციით, მან ერთ-ერთი პირი თბილისში მდებარე საცხოვრებელ სახლში მიიყვანა, სადაც მას ე.წ. კრიმინალური მფარველობის სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„აღკვეთის ღონისძიების შეცვლას აუცილებლად სჭირდება ახალი არსებითი გარემოება. სხვა შემთხვევაში, ახლა მოსამართლეს თავს მასხრად ვერ ავაგდებინებთ, რომ კოდექსი არ იცისო. არ გვქონდა ახალი არსებითი გარემოება და თავისთავად გვინდა-არ გვინდა, დავეთანხმეთ“
იოსებ ხარაიშვილი
„სასამართლომ გაიზიარა კვლავ ის საფრთხეები, რაც აღკვეთის ღონისძიების სხდომაზე იქნა ბრალდების მხარის მიერ დასაბუთებული და გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება დატოვა ძალაში. მოცემულ საქმეზე, ჩატარებულია კომპლექსური საპროცესო-საგამოძიებო მოქმედებები, მოპოვებულია დაზარალებულის ჩვენება, რომელიც გამყარებულია ასევე საქმეზე მოპოვებული ვიდეოჩანაწერებით, რაც სრულ თანხვედრაშია დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციასთან. ასევე, გამოკითხულია ათეულობით მოწმე, რომლებიც ადასტურებენ ამ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც დაზარალებულმა განაცხადა საგამოძიებო ორგანოში“
გოგა კაკოჩაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
დიდი ოდენობით გამოძალვა მუქარით და ხულიგნობა - ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული ძმები ფეიქრიშვილები და მათი დაცვის წევრი სასამართლომ წინასწარ, ორთვიან პატიმრობაში დატოვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები