აბუ-დაბიში რუსეთ-უკრაინა-ამერიკის მოლაპარაკებები შესვენების შემდეგ განახლდა
აბუ-დაბიში რუსეთ-უკრაინა-ამერიკის სამშვიდობო მოლაპარაკებები 40-წუთიანი შესვენების შემდეგ განახლდა, შეხვედრა მედიისთვის დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.

არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ აბუ-დაბიში რუსეთ-უკრაინა-ამერიკის სამშვიდობო მოლაპარაკებები შესვენების შემდეგ განახლდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, შესვენება დაახლოებით 40 წუთი გრძელდებოდა.
სამმხრივი შეხვედრა მედიისთვის დახურული ფორმატით მიმდინარეობს. რუსეთის დელეგაციას პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი ხელმძღვანელობს, ხოლო უკრაინულს - ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი.
ბოლოს რუსეთ-უკრაინა-ამერიკის სამმხრივი მოლაპარაკებები 18 თებერვალს ჟენევაში გაიმართა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…