პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო

გუნდმა არგომ 3×3 FALL 2026-ის პირველი ტურნირი მოიგო, ფინალში ALL IN-ს 21:17 სძლია. გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში გიორგი ბართაია, ვაჩე ფარულავა, ნიკოლოზ და ზურაბ შერაზადიშვილები ასპარეზობდნენ.

3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
სპორტალი

3×3 საკალათბურთო სეზონი საშემოდგომო სერიებით დაიწყო. ეს გახლავთ 2 ტურნირისგან შემდგარი საკალათბურთო ფესტივალი სახელწოდებით 3×3 FALL 2026, რომლის პირველი ტურნირი 8 ნოემბერს გაიმართა. აღნიშნულ გათამაშებაში ასაკობრივი ცენზი არ ყოფილა დაწესებული და მონაწილეობის მიღება ნებისმიერ იმ მსურველს შეეძლო, რომელიც სარეგისტრაციო პირობებს აკმაყოფილებდა.

ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გუნდები 4 ჯგუფში (Pool A, Pool B, Pool C, Pool D) განაწილდნენ. საკუთარ ჯგუფებში ასპარეზობა 100-პროცენტიანი შედეგით, 2-დან 2 მოგებით დაასრულეს და პირველი ადგილები დაიკავეს გუნდებმა: argo (Pool A), ALL IN (Pool B), Space Jam (Pool C) და Saints (Pool D).

ნახევარფინალურ ეტაპზე პირველი წყვილი argo-სა და Saints-ს შორის შედგა, სადაც argo-მ მეტოქეს დაჯერებულად, 15:9 სძლია და ფინალის საგზური მოიპოვა.

მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ALL IN და Space Jam დაუპირისპირდნენ — დაძაბულ ბრძოლაში ALL IN-მა 19:15 იმარჯვა და სატიტულო მატჩში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.გადამწყვეტი, ფინალური მატჩი argo-სა და ALL IN-ს შორის საკმაოდ სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა. საბოლოოდ, argo-მ 21:17 სძლია მეტოქეს და 3×3 FALL 2026-ის პირველი ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ჩემპიონი გუნდის, argo-ს ღირსებას გიორგი ბართაია, ვაჩე ფარულავა, ნიკოლოზ შერაზადიშვილი და ზურაბ შერაზადიშვილი იცავდნენ. ვიცე-ჩემპიონ ALL IN-ის შემადგენლობაში კი თემო კაპანაძემ, ლუკა კუჭუხიძემ, დონოვან სეინმა (Donovan Saine) და საბა შარვაშიძემ ითამაშეს.

ტურნირის დასრულების შემდეგ საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები შესაბამისი ფულადი სერთიფიკატებით საქართველოს კალათბურთის ფედერაციის 3×3 კალათბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გრიგოლ გურგენიძემ დააჯილდოვა.

პირველ ადგილზე გასულმა „argo“-მ 1000 ლარი მიიღო, მეორეადგილოსან „ALL IN“-ს 800 ლარი გადაეცა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი 500 ლარით დაჯილდოვდა. 3×3 FALL 2026-ის ფესტივალის ეგიდით კიდევ ერთი ტურნირი გაიმართება, რომლითაც საშემოდგომო სერია დასრულდება.

GBF

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
სერიალ „Coronation Street“-ის პერსონაჟის დემენციასთან ბრძოლის შესახებ გადაღებულმა ეპიზოდმა მაყურებელი აატირაწაიკითხე

უახლესი ამბები