პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ალკოჰოლიანი სასმლის სავალდებულო ნიშანდების წესი და ფორმა დამტკიცდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმლის სავალდებულო ნიშანდების წესი დამტკიცდა, რომელიც 2027 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედდება.

ალკოჰოლიანი სასმლის სავალდებულო ნიშანდების წესი და ფორმა დამტკიცდა
რუსთავი 2

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2026 წლის 4 ნოემბრის №2-458 ბრძანებით დამტკიცდა სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმლის სავალდებულო ნიშანდების წესი და ფორმა.

ახალი რეგულაციის მიზანია ალკოჰოლიანი სასმლის იდენტიფიცირება, პროდუქტის მიკვლევადობის უზრუნველყოფა და მომხმარებლისთვის მის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა.

"მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელი დარწმუნებული იყოს, რას ყიდულობს. ალკოჰოლიანი სასმელის სავალდებულო ნიშანდების მთავარი მიზანი მისი ფალსიფიკაციის პრევენცია და მომხმარებლის ნდობის გაძლიერებაა. ამ ინსტრუმენტის საშუალებით შესაძლებელი გახდება ალკოჰოლიანი სასმლის სრული მიკვლევადობა, რაც ხელს შეუწყობს ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლას და მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მარტივად მიღებას", - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.

ალკოჰოლიანი სასმლის ნიშანი იქნება დაცული მატერიალური ფორმის, QR კოდითა და უნიკალური ნომრით. QR კოდის დასკანერებით მომხმარებელი შეძლებს მიიღოს ინფორმაცია პროდუქტის დასახელების, კატეგორიის, მწარმოებლის, შესაბამისობის სერტიფიკატის, ლოტისა და ნიშნის სტატუსის შესახებ.

ნიშანდების პროცესი ღვინის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული სისტემის მეშვეობით განხორციელდება. სისტემა უზრუნველყოფს პროდუქციისა და მასთან დაკავშირებული მონაცემების აღრიცხვასა და კონტროლს.

ნიშანდების წესი 2027 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედდება.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელი დარწმუნებული იყოს, რას ყიდულობს. ალკოჰოლიანი სასმელის სავალდებულო ნიშანდების მთავარი მიზანი მისი ფალსიფიკაციის პრევენცია და მომხმარებლის ნდობის გაძლიერებაა. ამ ინსტრუმენტის საშუალებით შესაძლებელი გახდება ალკოჰოლიანი სასმლის სრული მიკვლევადობა, რაც ხელს შეუწყობს ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლას და მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მარტივად მიღებას“
ლევან მეხუზლა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
2026 წლის 9 თვეში ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის შედეგები გაუმჯობესდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები