პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარიამ ლაშხი მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსაპატრიარქო

მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი გამოვიდა და ყურადღება საბაკალავრო კვლევების დაფინანსების სიახლესა და მეცნიერების სახელმწიფო მხარდაჭერაზე გაამახვილა.

მარიამ ლაშხი მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
რუსთავი 2

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.

"გილოცავთ მეცნიერების საერთაშორისო დღეს! საქართველოსთვის ამ დღეს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. გელათისა და იყალთოს აკადემიები, ივანე ჯავახიშვილის მიერ დაფუძნებული პირველი ქართული უნივერსიტეტი და ქართველ მეცნიერთა თაობები ადასტურებს, რომ ცოდნის სიყვარული ჩვენი თვითმყოფადობის განუყოფელი ნაწილია. ეს მემკვიდრეობა ჩვენი სიამაყეც არის და პასუხისმგებლობაც - ღირსეულად გავაგრძელოთ წინაპართა დიდი ტრადიცია", - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა მეცნიერების წინაშე არსებულ თანამედროვე გამოწვევებზე, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებაზე. ასევე ისაუბრა მეცნიერების განვითარების მიმართულებით სახელმწიფოს თანმიმდევრულ მხარდაჭერაზე, სამეცნიერო კვლევების დაფინანსებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

როგორც მარიამ ლაშხმა აღნიშნა, სხვადასხვა თაობის მკვლევართა მიღწევები და ახალგაზრდა მეცნიერთა წარმატება ქართული მეცნიერების ღირსეული მომავლის საფუძველია.

მარიამ ლაშხმა ყურადღება გაამახვილა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქმიანობის ახალ მიმართულებებზე. მისი თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა საბაკალავრო კვლევების დაფინანსება, რაც ახალგაზრდებს სამეცნიერო კვლევებში ჩართვის შესაძლებლობას სწავლის ადრეული ეტაპიდან აძლევს.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გამართულ ღონისძიებაზე ღვაწლმოსილი და ახალგაზრდა მეცნიერები დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებას პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები, მეცნიერები და მკვლევრები ესწრებოდნენ.

10 ნოემბერი - მეცნიერების საერთაშორისო დღეა, რომელიც იუნესკო-ს მიერ 2001 წელს დაფუძნდა. ამ დღის მიზანია მეცნიერების მნიშვნელობის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და აქტუალური სამეცნიერო საკითხების განხილვაში საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა. 2026 წლის მეცნიერების საერთაშორისო დღის სლოგანია - "საერთო საფუძვლის პოვნა სამეცნიერო დიპლომატიის გზით".

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობომარიამ ლაშხი მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გილოცავთ მეცნიერების საერთაშორისო დღეს! საქართველოსთვის ამ დღეს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. გელათისა და იყალთოს აკადემიები, ივანე ჯავახიშვილის მიერ დაფუძნებული პირველი ქართული უნივერსიტეტი და ქართველ მეცნიერთა თაობები ადასტურებს, რომ ცოდნის სიყვარული ჩვენი თვითმყოფადობის განუყოფელი ნაწილია. ეს მემკვიდრეობა ჩვენი სიამაყეც არის და პასუხისმგებლობაც - ღირსეულად გავაგრძელოთ წინაპართა დიდი ტრადიცია“
მარიამ ლაშხი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მარიამ ლაშხი: 2027 წლის ბიუჯეტის განახლებული პროექტით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება თითქმის 300 მილიონი ლარით იზრდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები