პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან მახაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე - ვერ ვხვდები, რა კავშირი აქვს ე.წ. ჩრდილოვან მმართველობას მის სისხლის სამართლის საქმესთან - მისი ნებაა, საზოგადოებას რა ლექსიკით ესაუბრება, მაგრამ ჩვენ ვისურვებდით კონკრეტულ პასუხებს მის საქმეზე

საქართველოს პარლამენტი

დეპუტატი ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები „ჩრდილოვან მმართველობაზე“ საქმის მთავარი კითხვების გადაფარვის მცდელობაა და პასუხებს მოითხოვს.

ლევან მახაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე - ვერ ვხვდები, რა კავშირი აქვს ე.წ. ჩრდილოვან მმართველობას მის სისხლის სამართლის საქმესთან - მისი ნებაა, საზოგადოებას რა ლექსიკით ესაუბრება, მაგრამ ჩვენ ვისურვებდით კონკრეტულ პასუხებს მის საქმეზე
ინტერპრესნიუსი

ნაცვლად ახალ-ახალი სიტყვების აღმოჩენისა და საზოგადოებისთვის გაცნობისა, ვისურვებდი კონკრეტულ პასუხებს იმ კითხვებზე, რაც სისხლის სამართლებრივი საქმიდან დგას მის მიმართ, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს გამოეხმაურა.

მისი თქმით, “ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ იმის მცდელობაა, რომ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული მთავარი კითხვები გადაიფაროს”.

„მე ვერაფერს ვერ გეტყვით, რა კავშირი აქვს საერთოდ ეგრეთ წოდებულ ჩრდილოვან მმართველობას თუ სხვა ტერმინოლოგიას, რასაც თავად იყენებს, მის კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან, მე ვერ ვხვდები. ამიტომ, ნაცვლად ახალ-ახალი სიტყვების აღმოჩენისა და საზოგადოებისთვის გაცნობისა, მე ვისურვებდი კონკრეტულ პასუხებს იმ კითხვებზე, რაც ამ კონკრეტული სისხლის სამართლებრივი საქმიდან დგას მის მიმართ.

კი ბატონო, მისი ნებაა, რა თქმა უნდა, საზოგადოებას რა ფორმითაც უნდა, რა ლექსიკითაც უნდა, მისი არჩევანია, რომ ესაუბროს, თუმცა ჩვენ ყველა ვისურვებდით კონკრეტულ პასუხებს მის სისხლის სამართლებრივ საქმეზე. რასაც ედავება სახელმწიფო კორუფციული თემები იქნება თუ სხვა, ამას სჭირდება პასუხები.

ყველაფერი დანარჩენი, არის მცდელობა, რომ გადაიფაროს მთავარი კითხვები მის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით,” - განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიმროდან მორიგი წერილი გუშინ გაავრცელა, სადაც მის მიმართ მიმდინარე სასამართლო პროცესების სრულად დახურვას „ჩრდილოვან მართლმსაჯულებას“, „კენგურუს სასამართლოს“ და პოლიტიკურ დევნას უწოდებს. ექსპრემიერის განცხადებით, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება საზოგადოებრივი კონტროლის მოხსნასა და მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ტერორისა თუ შანტაჟის ფაქტების დამალვას ემსახურება.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ იმის მცდელობაა, რომ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული მთავარი კითხვები გადაიფაროს“
„ჩრდილოვან მართლმსაჯულებას“
ირაკლი ღარიბაშვილი
„კენგურუს სასამართლოს“
ირაკლი ღარიბაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ჩემი პროცესის დახურვა „ჩრდილოვანი მართლმსაჯულების“ მკაფიო მაგალითია - ღარიბაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები