პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

,,ქოციზმის პარადოქსი“ – ნინო ჯანგირაშვილი

ქართული ოცნება

ნინო ჯანგირაშვილი „ქართული ოცნების“ რიტორიკას აკრიტიკებს და პარადოქსს უწოდებს იმას, რომ მმართველი გუნდი ევროპას ქართველი ხალხის არჩევანის პატივისცემას სთხოვს, თავად კი ევროპელი ხალხის მიერ არჩეულ პოლიტიკოსებს ლანძღავს.

,,ქოციზმის პარადოქსი“ – ნინო ჯანგირაშვილი
ალია

ჟურნალისტი, ,,კავკასიის” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:

,,ქოციზმის პარადოქსი:

ქოცები ევროპას ეჩხუბებიან, ჩვენს ხელისუფლებას რატომ არ აღიარებთო. ჩვენ თუ არ გევასებით, ესეიგი ქართველი ხალხიც არ გევასებათ, იმიტომ რომ ქართველმა ხალხმა ჩვენ აგვირჩიაო. ვერ გაყოფთ ქართველ ხალხს და ქართულ ოცნებასო.

ამავე დროს, ქოცები ლანძღავენ ევროპელ პოლიტიკოსებს – ცალკეული ქვეყნების ლიდერებს, ევროპარლამენტარებს, ევროკავშირის ჩინოვნიკებს, ევროპა გვინდა, თქვენ არ გვინდიხართ, არ გაღიარებთ, ველოდებით როდის შეიცვლებითო. სანამ არ შეიცვლებით არანაირად არ გეთანამშრომლებითო.

ოღონდ, “პრობლემა“ ის არის, რომ ყველა ჩინოვნიკი, ვისაც ქოცობა ლანძღავს, ევროპელი ამომრჩევლის არჩეულია – ადგილზე, ქვეყნებში, ევროპარლამენტშიც, მერე ევროპარლამენტი ირჩევს აღმასრულებელ ჩინოვნიკებს და ა.შ. , თანაც, მართლა დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნებით.

ქოცებისთვის სასურველი “რასკლადი“ არც ევროპარლამენტის ბოლო არჩევნებში დაჯდა – აი, ეგეთ ხოში ქონდა ევროპელ ამომრჩეველს. ანუ ველოდებით როდის შეიცვლება ევროპელი ამომრჩეველი? რავი, ქოცებთან დებატებზე რომ დადიხართ იქნებ კითხოთ ვინმემ.“

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
,,გინდათ ექსპერიმენტი ჩავატაროთ?“ – ნინო ჯანგირაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები