პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბიზნესმენ მინდია საბანაძის კომპანია სუპერმარკეტების ქსელ "ზღაპრის" ყიდვას გეგმავს

ბიზნესმენ მინდია საბანაძის კომპანია შპს „აი ჯი რითეილი“ სუპერმარკეტების ქსელ „ზღაპრის“ 100%-იანი წილის შეძენას გეგმავს, რის თავსებადობასაც კონკურენციის სააგენტო სწავლობს.

ბიზნესმენ მინდია საბანაძის კომპანია სუპერმარკეტების ქსელ "ზღაპრის" ყიდვას გეგმავს
BM.GE

ბიზნესმენი მინდია საბანაძის კომპანია სუპერმარკეტების ქსელის ყიდვას გეგმავს. კერძოდ, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო შპს „აი ჯი რითეილის“ მიერ შპს „ზღაპრის“ 100%-იანი წილის შეძენის გზით განსახორციელებელი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხს განიხილავს.

"შპს „ზღაპარი“ FMCG ბაზრის საცალო რეალიზაციის დონეზე ოპერირებს. შპს „აი ჯი რითეილის“ საბოლოო ბენეფიციარის კონტროლს დაქვემდებარებული ეკონომიკური აგენტები კი წარმოდგენილნი არიან ქათმის ხორცის წარმოებისა და საცალო რეალიზაციის, ასევე FMCG ბაზრის საცალო რეალიზაციის დონეზე.

დაინტერესებულ პირებს კონცენტრაციასთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოდგენა შეუძლიათ 2026 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, სააგენტოს მისამართზე: დ. აღმაშენებლის გამზირი N154, „მწვანე ოფისის“ შენობა, მე-8 სართული ან/და სააგენტოს ელფოსტაზე: [email protected]",- აღნიშნავენ კონკურენციის სააგენტოში.

სამეწარმეო ამონაწერის თანახმად, შპს „აი ჯი რითეილი" 2026 წლის ოქტომბერში დარეგისტრირდა. მისი დირექტორი ნოდარ საბანაძე, მფლობელი კი აშშ-ში რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება IG international-ია, რომლის ბენეფიციარი მფლობელიც მინდია საბანაძეა. აღნიშნული ჰოლდინგი საქართველოში მათ შორის City Mall-ის სავაჭრო ცენტრებს ფლობს და მართავს.

რაც შეეხება "ზღაპარს", ის 2007 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორი თამარი უდესიანია, ხოლო წილები ასე ნაწილდება:

გია არსენიძე - 26.67%

კონსტანტინე გელაშვილი - 26.67%

ზურაბი არსენიძე - 18.33%

უზეირ ოზერ/თურქეთი/ - 12.5%

ლევანი ფიჩხაია - 12.5%

ნუნუ ლეჟავა - 3.33%

"ზღაპრის" ფინანსური ანგარიშგების თანახმად, 2025 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის, კომპანიამ 97 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო საანგარიშო პერიოდის სრულმა ზარალმა 1.1 მლნ ლარი შეადგინა. 2024 წელს ზარალი 5.2 მლნ ლარი იყო. 2025 წლის ბოლოსთვის კომპანიის დაგროვილმა ზარალმა კი 9.8 მლნ ლარი შეადგინა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„შპს „ზღაპარი“ FMCG ბაზრის საცალო რეალიზაციის დონეზე ოპერირებს. შპს „აი ჯი რითეილის“ საბოლოო ბენეფიციარის კონტროლს დაქვემდებარებული ეკონომიკური აგენტები კი წარმოდგენილნი არიან ქათმის ხორცის წარმოებისა და საცალო რეალიზაციის, ასევე FMCG ბაზრის საცალო რეალიზაციის დონეზე. დაინტერესებულ პირებს კონცენტრაციასთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოდგენა შეუძლიათ 2026 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, სააგენტოს მისამართზე: დ. აღმაშენებლის გამზირი N154, „მწვანე ოფისის“ შენობა, მე-8 სართული ან/და სააგენტოს ელფოსტაზე: [email protected]“
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
მაია ომიაძე: ევროპელი ვიზიტორების უპრეცედენტო ზრდა ადმინისტრაციის მიზანმიმართული კამპანიების: საერთაშორისო გამოფენების, მასშტაბური გარე რეკლამებისა და გავლენიან, რეპუტაბელურ მედიასთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგიაწაიკითხე

უახლესი ამბები