პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

10-მა კომპანიამ 8 000 ტონა არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა - სახელმწიფო სუბსიდია ₾800 000-ია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 10-მა საწარმომ 8 000 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა, რამაც ფერმერებს 2 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მოუტანა.

10-მა კომპანიამ 8 000 ტონა არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა - სახელმწიფო სუბსიდია ₾800 000-ია
BM.GE

სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამმუშავებელმა 10-მა საწარმომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბრიდან 9 ნოემბრამდე პერიოდში, 8,000 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვაშლის ჩაბარებით ფერმერებმა 2 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, საიდანაც სახელმწიფო სუბსიდია 800,000 ლარს აჭარბებს.

"არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ, ხილის გადამმუშავებელი საწარმოები შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონებში", - აცხადებენ სააგენტოში.

ცნობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიმდინარე წლის სექტემბერში არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროგრამა გააუქმა, თუმცა 1 თვის შემდეგ აღადგინა.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სუბსიდია 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრს შეადგენს. პროგრამაში ჩართვა შეუძლია ხილის გადამმუშავებელ ყველა იმ საწარმოს, რომლებიც 2026 წლის 18 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 25 თეთრად შეისყიდის.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ხილის გადამმუშავებელ საწარმოებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოქმედი ქვეკომპონენტით, რომელიც არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველი საწარმოებისთვის არის განკუთვნილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ, ხილის გადამმუშავებელი საწარმოები შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონებში“
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
აგროთანაფადინანსების პროგრამას არასტანდარტული ვაშლის კომპონენტი დაემატა - მაქსიმალური კრედიტი ₾5 მლნ იქნებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები