პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სკანდალი "გალათასარაიში" - ლეროი სანეს პარტნიორი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს თანაგუნდელის მეუღლე სწერდა

ლეროი სანეს პარტნიორი, კანდის ბრუკი ამტკიცებს, რომ „გალათასარაის“ ერთ-ერთი ფეხბურთელის მეუღლე ფეხბურთელს პირად შეტყობინებებს სწერდა და დაახლოებას ცდილობდა. ბრუკმა კონკრეტული სახელები არ დაასახელა და განაცხადა, რომ სიტუაციის გამწვავება არ სურს.

სკანდალი "გალათასარაიში" - ლეროი სანეს პარტნიორი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს თანაგუნდელის მეუღლე სწერდა
სპორტალი

გალათასარაიში სკანდალი აგორდა. თურქული კლუბის გერმანელი ვარსკვლავის, ლეროი სანეს პირადი ცხოვრება ყურადღების ცენტრში მოექცა. ფეხბურთელის პარტნიორმა, ამერიკელმა მომღერალმა კანდის ბრუკმა სოციალურ ქსელში გაამჟღავნა, რომ გალათასარაის ერთ-ერთი ფეხბურთელის მეუღლე მის პარტნიორთან დაახლოებას ცდილობდა.

ბრუკის განცხადებით, აღნიშნულმა ქალმა სანეს პირადი შეტყობინება გაუგზავნა და მასთან კონტაქტის დამყარება სცადა. კანდისმა ეს ამბავი სოციალურ ქსელში საკუთარ გამომწერს გაუმხილა, რომელიც მის გარეგნობასა და ქცევას აკრიტიკებდა.

"ყველაზე უცნაური ის არის, რომ გალათასარაის თანაგუნდელის მეუღლე ჩემს პარტნიორს პირად შეტყობინებებს სწერდა და ლეროისთან დაახლოებას ცდილობდა. კიდევ უფრო უცნაური ისაა, რომ მე ამ ყველაფერს მშვიდად შევხვდი და სიტუაციის გამწვავება არ მსურდა. ერთი ჩემი მოქმედება საკმარისი იქნებოდა, რომ მთელი კლუბი ფეხზე დამეყენებინა. მე კონფლიქტების მაძიებელი არ ვარ, სიმშვიდეს ვირჩევ.

ამ ადამიანს ოჯახი და შვილები ჰყავს. მხოლოდ ერთი ქალის გამო მთელ კლუბში დაძაბულობის შექმნა არ მსურს. ის ფეხბურთელი შესანიშნავი ადამიანია და არ იმსახურებს, ვიღაცის საქციელის გამო საჯაროდ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს", - აღნიშნა ბრუკმა.

სოციალურ ქსელში გაჩენილი კითხვების მიუხედავად, სანეს პარტნიორს არ დაუსახელებია არც ფეხბურთელი და არც ქალი, რომელმაც, მისი მტკიცებით, გერმანელ შემტევს მისწერა. მოგვიანებით მან დააზუსტა, რომ აღნიშნული ქალი თურქი არ არის.

ამ დროისთვის კლუბს მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. არც ლეროი სანეს დაუფიქსირებია საჯარო პოზიცია. უცნობია, კონკრეტულად რომელ ფეხბურთელსა და მის პარტნიორს გულისხმობდა ბრუკი.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სპორტი ·
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადაწაიკითხე

უახლესი ამბები