პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

3.4 მლნ კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდების დახურული დაწესებულებისთვის

ქართული ოცნებაიუსტიციის სამინისტრო

10-14 წლის კანონდამრღვევი ბავშვებისთვის შექმნილი დახურული ცენტრისთვის 2026 წლის ბოლომდე 3 445 000 ლარი იხარჯება, რასაც უფლებადამცველები „ბავშვთა ციხედ“ და სადამსჯელო იზოლაციად აფასებენ.

3.4 მლნ კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდების დახურული დაწესებულებისთვის
ბათუმელები

2026 წლის ბოლომდე 3 445 000 ლარი იხარჯება 10-14 წლის ბავშვებისთვის დახურული ტიპის დაწესებულების შექმნისთვის.

საუბარია „კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრზე“, რომლის შესაბამისი კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ გასული წლის ბოლოს დაამტკიცა.

ცენტრის შექმნის იდეას, ჯერ კიდევ კანონპროექტის განხილვის დროს, მწვავე გამოხმაურება მოჰყვა: ბავშვთა უფლებადამცველების, ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების შეფასებით, სახელმწიფო აშენებდა ბავშვთა ციხეს. მოზარდებთან მუშაობის გამოცდილების მქონე სპეციალისტების თქმით, ბავშვების მოთავსება დახურული ტიპის დაწესებულებაში ვერ შეასრულებს განსაზღვრულ მიზანს – რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას. უფრო მეტიც, ისინი აცხადებდნენ, რომ ცენტრს არა პრევენციის, არამედ დასჯის ფუნქცია ექნებოდა.

„ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ კანონპროექტში „პრინციპული გამოწვევები“ დაინახა სახალხო დამცველმაც.

28 ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ გამოსცა განკარგულება ცენტრის 2026 წლის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების თაობაზე.

დოკუმენტით ირკვევა, რომ იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ-ს 139 თანამშრომელი ჰყავს. მათ, 2026 წლის განმავლობაში, ხელფასის სახით, ჯამში 719 000 ლარს გადაუხდიან.

ყველაზე მაღალი ანაზღაურება, ცხადია, ცენტრის თავმჯდომარეს აქვს – 10 000 ლარი, თავმჯდომარის 1-ელ მოადგილეს – 8 900, ხოლო მოადგილეს – 8 400 ლარი.

ცენტრში დასაქმებულთა შორის ყველაზე ნაკლები ანაზღაურება აქვს საქმისწარმოების სპეციალისტს, ახალგაზრდულ ლიდერებსა და უსაფრთხოების თანამშრომლებს – თითოეულს 2 560 ლარი.

დოკუმენტის თანახმად, ცენტრს 7 ფსიქოლოგი (მათგან 2 პროფესიული ზედამხედველი), 10 სოციალური მუშაკი (მათგან 2 პროფესიული ზედამხედველი), 3 ექიმი, 4 ექთანი, 8 აღმზრდელი და 7 „ახალგაზრდული ლიდერი“ ჰყავს.

ამავე დროს, ცენტრს ჰყავს 48 „უსაფრთხოების სპეციალისტი“.

„ბათუმელებისთვის“ უცნობია ჰყავს თუ არა, ან ვინ არის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი. ვიცით მხოლოდ ის, რომ საშტატო ნუსხის მიხედვით, მისი ანაზღაურება 4 160 ლარია. ამიტომ, ახალშექმნილი სსიპ-ის შესახებ ინფორმაციის მისაღებად „ბათუმელები“ იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა.

იუსტიციის სამინისტროდან მოგვწერეს, რომ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი 2026 წლის 1 მაისიდან ფუნქციონირებს.

„ბავშვთან მომუშავე სპეციალისტები, სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები, აფასებენ ცენტრში გადმომისამართებული არასრულწლოვანების ინდივიდუალურ საჭიროებებს და რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში მათ მშობლებთანაც მუშაობენ.

შეფასების შედეგების საფუძველზე მულტიდისციპლინური ჯგუფი იღებს გადაწყვეტილებას შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვის შესახებ და ითვალისწინებს არასრულწლოვანების საუკეთესო ინტერესებსა და მოსაზრებებს, აგრეთვე მათი კანონიერი წარმომადგენლების მოსაზრებებს.

კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების საკითხს სასამართლო ჯგუფის შუამდგომლობით წყვეტს, ხოლო სახლში სარეაბილიტაციო და მხარდამჭერი ღონისძიებები, მათ შორის თერაპიული მუშაობა, თითოეული ბავშვის საჭიროებების შესაბამისად ხორციელდება“, – აცხადებენ სამინისტროში.

ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე იძებნება ცენტრის თავმჯდომარის, ნათია ახმეტელის დეკლარაცია. მან დეკლარაცია 1-ელ ივლისს შეავსო, ანუ ცენტრის ოფიციალურად ამოქმედებიდან 1 თვეში. დეკლარაცია გასული, 2025 წლის მონაცემებს ასახავს.

დოკუმენტით ირკვევა, რომ 31 წლის ნათია ახმეტელი 2025 წელსაც იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებაში მუშაობდა. კერძოდ, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოში. ახმეტელი არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრს ხელმძღვანელობდა, სადაც ერთ წლის განმავლობაში ხელფასის სახით 51 222 ლარი აიღო (თვეში დაახლოებით 4 200 ლარი). გარდა ამისა, იგივე პერიოდში ის იყო იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერიც, სადაც გაწეული სამსახურისთვის 361 ლარი გადაუხადეს.

რატომ შეიქმნა „კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი“?

„ქართულმა ოცნებამ“ კანონის მიღება იმით ახსნა, რომ გაზრდილია 14 წლამდე მოზარდების მხრიდან კანონდარღვევის შემთხვევები. თუმცა, ამ ასაკის ბავშვებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ ვრცელდება. იდეის ავტორები („ქართული ოცნების“ დეპუტატები – რატი იონათამიშვილი, არჩილ გორდულაძე, თენგიზ შარმანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ზურაბ ქადაგიძე, თორნიკე ჭეიშვილი, სალომე ჯინჯოლავა და ალუდა ღუდუშაური) განმარტავდნენ, რომ ქვეყანაში არ არსებობდა 14 წლამდე ბავშვების მიერ ჩადენილი დანაშაულებზე რეაგირების მექანიზმი. მათი განცხადებით, ცენტრი სწორედ ამ პრობლემის საპასუხოდ უნდა შექმნილიყო.

ამავე თემაზე: ეს იქნება მცირე ზომის საოჯახო ტიპის დაწესებულება – იონათამიშვილი ბავშვთა „რეაბილიტაციის სახლზე“

კანონის მიხედვით, ცენტრში არასრულწლოვანის გადამისამართების უფლება აქვს პროკურორს. ინდივიდუალური პროგრამების გავლის შემდეგ, თუ ამის საჭიროება კვლავ იქნება, პროკურორი მიმართავს სასამართლოს და მოსამართლის თანხმობით ბავშვები არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართდებიან.

აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიეცემა მშობლის ან ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი, რომელიც უარს იტყვის ცენტრთან თანამშრომლობაზე, ან არ შეასრულებს პროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

რატომ აკრიტიკებენ ამ ინიციატივას ბავშვთა უფლებადამცველები?

მთავარი არგუმენტი, რაც ბავშვთა საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებს – ფსიქოლოგებს, იურისტებს, მედიატორებს, სოციალურ მუშაკებს აქვთ, არის ის, რომ დახურული ტიპის დაწესებულებაში ბავშვის იძულებით მოთავსება არის დასჯა, რაც კატეგორიულად მიუღებელია. უფრო მეტიც, მათი შეფასებით, ამგვარმა მიდგომა, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი პრობლემა შექმნას – გამოიწვიოს კონკრეტული ბავშვების იზოლაცია და მათი მიერ კანონის დარღვევის წახალისება.

სპეციალისტები განმარტავენ, რომ სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა იყოს ბავშვების მიერ ჩადენილი დანაშაულის პრევენცია და არა მათი დასჯა უკვე მომხდარი ფაქტის შემდეგ.

„მოზარდების რთული ქცევა არის არაჯანსაღი გარემოს სიმპტომი. შესაბამისად, თუ ჩვენ ნამდვილად გვსურს, რომ გრძელვადიან, მდგრად შედეგებზე გავიდეთ, ძალიან მნიშვნელოვანია თავად გარემოს შეცვლაზე ვიზრუნოთ – ავიღოთ ამაზე პასუხისმგებლობა და არ მოვახდინოთ ბავშვის იზოლაცია“, – ამბობდა ფსიქოლოგიის დოქტორი თინათინ ბანძელაძე ჯერ კიდევ კანონპროექტის დამტკიცებამდე.

ის წლების განმავლობაში მუშაობდა საჯარო სექტორში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით. მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებები ეწინააღმდეგება ბავშვების საუკეთესო ინტერესებს, რითაც ხელმძღვანელობდნენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელებისას, რომელზეც თავადაც მუშაობდა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ბავშვთან მომუშავე სპეციალისტები, სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები, აფასებენ ცენტრში გადმომისამართებული არასრულწლოვანების ინდივიდუალურ საჭიროებებს და რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში მათ მშობლებთანაც მუშაობენ. შეფასების შედეგების საფუძველზე მულტიდისციპლინური ჯგუფი იღებს გადაწყვეტილებას შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვის შესახებ და ითვალისწინებს არასრულწლოვანების საუკეთესო ინტერესებსა და მოსაზრებებს, აგრეთვე მათი კანონიერი წარმომადგენლების მოსაზრებებს. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების საკითხს სასამართლო ჯგუფის შუამდგომლობით წყვეტს, ხოლო სახლში სარეაბილიტაციო და მხარდამჭერი ღონისძიებები, მათ შორის თერაპიული მუშაობა, თითოეული ბავშვის საჭიროებების შესაბამისად ხორციელდება“
„მოზარდების რთული ქცევა არის არაჯანსაღი გარემოს სიმპტომი. შესაბამისად, თუ ჩვენ ნამდვილად გვსურს, რომ გრძელვადიან, მდგრად შედეგებზე გავიდეთ, ძალიან მნიშვნელოვანია თავად გარემოს შეცვლაზე ვიზრუნოთ – ავიღოთ ამაზე პასუხისმგებლობა და არ მოვახდინოთ ბავშვის იზოლაცია“
თინათინ ბანძელაძე
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კრიმინალი ბავშვებში - არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გასაზრდელად სახელმწიფო მიდგომას ამკაცრებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები