ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 11 ქართული საოჯახო მარანი ნიუ-იორკში გამართულ გამოფენაში RAW Wine NYC მონაწილეობდა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 11-მა ქართულმა საოჯახო მარანმა ნიუ-იორკში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში RAW Wine NYC მიიღო მონაწილეობა. იანვარ-ოქტომბერში აშშ-ში ღვინის ექსპორტმა 821 ათას ლიტრამდე შეადგინა, რაც წლიურად 3%-ით მეტია.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელმა 11 საოჯახო მარანმა აშშ-ში, ნიუ-იორკში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში "RAW Wine NYC" მიიღო მონაწილეობა.
ქართული მარნების გამოფენაში მონაწილეობა მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მარნების ღვინოების ცნობადობის გაზრდას აშშ-ის ბაზარზე და ქართული ღვინის პოპულარიზაციას საერთაშორისო ასპარეზზე.
ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია. მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან აშშ-ში 821 ათას ლიტრამდე ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 3%-ით აღემატება.
აშშ-ში ქართული ღვინის წარდგენას ქართველმა მეღვინეებმა მხარდაჭერა ქალაქ ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოსგანაც მიიღეს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული მარნები მიმდინარე წელს "RAW Wine"-ის გამოფენებში სხვადასხვა ქვეყანაშიც მონაწილეობდნენ.
"RAW Wine" (The Artisan Wine Fair) მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების საერთაშორისო გამოფენაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მწარმოებლებს აერთიანებს. ღონისძიების ორგანიზატორია ცნობილი ფრანგი ღვინის მაგისტრი იზაბელ ლეგერონი.
წელს ნიუ-იორკში გამოფენა მეათედ გაიმართა. საიუბილეო ღონისძიებაში მსოფლიოს 18 ქვეყნის 120-მდე ღვინის მწარმოებელი მონაწილეობდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…