ახალციხეში, სამ ასაკობრივ კატეგორიაში ცურვის ტურნირი ჩატარდა
ახალციხეში სამ ასაკობრივ კატეგორიაში ცურვის ტურნირი გაიმართა, სადაც გამარჯვებულები მედლებით, თასებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. შეჯიბრებას ახალციხის მერიც დაესწრო.

ახალციხეში, სამ ასაკობრივ კატეგორიაში ცურვის ტურნირი ჩატარდა, რომელშიც გოგონები და ვაჟები საპრიზო ადგილებისთვის ერთმანეთს შეეჯიბრნენ. გამარჯვებულები მედლებით, თასებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ, ასევე ყველა მონაწილეს საჩუქრად აბონემენტი გადაეცა.
ცურვის ტურნირის მიზანი ბავშვებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა და სპორტული უნარ-ჩვევების განვითარებაა. შეჯიბრებას დაესწრო ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…