ონში თავისუფალ ჭიდაობაში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორს მირიან მაისურაძეს დახვედრა მოუწყვეს
ონში თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორ მირიან მაისურაძეს დახვედრა მოუწყვეს, მადლობის სიგელები და ფულადი ჯილდო გადასცეს.

ონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, თავისუფალ ჭიდაობაში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორს მირიან მაისურაძეს დახვედრა მოუწყვეს. მშობლიურ ქალაქში, სპორტსმენს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლები, მეგობრები და გულშემატკივრები დახვდნენ.
მირიან მაისურაძეს მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცეს და მადლობის სიგელები და ფულადი ჯილდო გადასცეს. ცნობისთვის, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, მირიან მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველი მოჭიდავე პლანეტის პირველობაზე მედლის მფლობელი მესამედ გახდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…